საქალაქო სასამართლოში "ლელოს" საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლელოს" საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.

როგორც "ლელოს" ერთ -ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ განაცხადა, დიდუბე-ჩუღურეთის 99 უბნიდან 88 უბნის შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ ჯდება.

"ვსაჩივრებთ სიყალბეებს, რაც ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით "ქართულმა ოცნებამ" და შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციებმა ჩაიდინეს. დიდუბე-ჩუღურეთის ოლქთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ 88 უბნის შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ ჯდება, სულ 99 უბანი იყო, საოლქო კომისიამ გადაწყვიტა საერთოდ არ განეხილა ყურით მოთრეული მიზეზების გამო. ვასაჩივრებთ ჟვანიას გადაწყვეტილებას მურუსიძეებთან და რასაც მათი ხელმძღვანელობა იტყვის, ცენტრალური დეპარტამენტი - "ქართული ოცნება" , ისე გააკეთებენ ყველაფერს. სამართლიან სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდე და სამართალი რომ იყოს ამ ქვეყანაში, დღეს "ქართული ოცნება" დამარცხებული იქნებოდა", - განაცხადა სამუშიამ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა