თამარ გაბუნიას განცხადებით, აუცილებელ ამბულატორიულ კვლევებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება იგეგმება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აუცილებელ ამბულატორიულ კვლევებზე ხელმისაწვდომობის გაფართოება იგეგმება. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ექიმებს შესაძლებლობას მისცემს, რომ განსაზღვროს რამდენად საყურადღებოა პაციენტის მდგომარეობა.

"სექტემბრის ბოლოს, როგორც კი აჭარაში შემთხვევების მატება დაიწყო და პაციენტების პირველი ჯგუფი დარჩა ბინებსა და სასტუმროებში, დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ სამედიცინო ჯგუფები მაქსიმალურად გაძლიერებული ყოფილიყვნენ. ჯგუფებში დაემატნენ ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალების მიმართულებით დიდი გამოცდილება ჰქონდათ, რათა პაციენტს, რომელსაც მკურნალობა ჰოსპიტალში ჰქონდა დაწყებული და გადადიოდა სასტუმროში, მიეღო საჭირო მედიკამენტი და დანიშნულება. რამდენიმე კვირაა, ეს მოდელი აჭარაში მუშაობს. ასევე, ქვეყნის სხვა რეგიონების სასტუმროებში სამედიცინო პერსონალის სერვისი ეტაპობრივად ფართოვდებოდა. ამ ეტაპზე იგეგმება მეტად გაფართოვდეს ხელმისაწვდომობა აუცილებელ ამბულატორიულ კვლევებზე, რომლებიც გვაძლევს საშუალებას ვნახოთ, ხომ არ არის მდგომარეობა საყურადღებო, არის თუ არა გამოხატული ანთების სურათი და როგორ მდგომარეობაშია ფილტვი. გაიდლანი განსაზღვრავს ჩვენებებს, ვის როდის სჭირდება დამატებითი გამოკვლევა სისხლის ანალიზის კუთხით. ეს მოდელი ეტაპობრივად გაფართოვდება ქვეყნის სხვადასხვა ადგილზე, ოჯახის ექიმის მითითებით და არა პაციენტის სურვილით, რადგან გაიდლაინი მკაფიოდ განსაზღვრავს, როდის არის საჭირო ამ ტიპის შეფასება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ