დავით ბაქრაძე მოსახლეობას - „ქართული ოცნებისთვის“ თქვენ ხართ უბრალოდ რიცხვები, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს - 1 უდრის 3-ს, 4 უდრის 9-ს, მაგრამ ერთი არ უდრის 3-ს, არც 4 უდრის 9-ს

მე ვარ ამაყი, რომ ამ სცენაზე ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უარი თქვა პრივილეგიებზეც, პარლამენტარობაზეც, რადგან არ შეიძლება უსამართლოდ აიწყო შენი ცხოვრება, არ შეიძლება დადგე ქვეყნის დანგრევის მხარეს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილისთვის ადამიანები უბრალოდ რიცხვებია, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს.

„დღეს აქ დგას როგორც არასდროს გაერთიანებული ბევრი პარტია, დღეს აქ დგას როგორც არასდროს გაერთინებული ქართველი ხალხი, რომელიც არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, რომელიც ეკუთვნის საქართველოს, რომელიც იბრძვის საქართველოსთვის და რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველოსთან ერთად. დღეს ჩვენ ყველა ვიბრძვით საქართველოსთვის ქართულ პოლიტიკაში, სადაც სამწუხაროდ, დღემდე პოლიტიკოსები იბრძოდნენ და იბრძვიან საკუთარი პრივილეგიებისთვის, საკუთარი სკამებისთვის, საკუთარი შემოსავლებისთვის. მე ვარ ამაყი, რომ ამ სცენაზე ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უარი თქვა პრივილეგიებზეც, პარლამენტარობაზეც, ამ შენობაში შესვლაზეც იმიტომ, რომ არ შეიძლება უსამართლოდ აიწყო შენი ცხოვრება, არ შეიძლება დადგე ტყუილის მხარეს, შენი ქვეყნის დანგრევის მხარეს და ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, ეს არის ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის მომავლის დანგრევა. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ვართ ის ხალხი, ჩვენც და თქვენც ერთად, რომელიც არაფერს ითხოვს თავისთვის, რომელმაც დათმო ყველაფერი თავისთვის და ერთად დადგა საქართველოს მომავლისთვის ბრძოლაში და თუ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი აქვს და აუცილებლად ყველას გვჯერა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს, აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში.

ივანიშვილისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, ჟვანიასთვის თქვენ ხართ უბრალოდ რიცხვები, რიცხვები, რომელიც შეიძლება გადაკეთდეს - 1 უდრის 3-ს, 4 უდრის 9-ს, მაგრამ ერთი არ უდრის 3-ს, არც 4 უდრის 9-ს და ქართველი ხალხი არ უდრის ოლიგარქს და „ქართულ ოცნებას“. ეს უნდა დავანახოთ ყველამ დღეს, რომ ქართველი ხალხი არ უდრის დაშინებას, ქუჩის კრიმინალს, მოსყიდვას და 50 ლარს, იმ უიმედობას და ჭაობს, რომელშიც ყველას გვითრევს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, ამას ვაჩვენებთ როცა ამდენი ადამიანი გამოვედით. ამიტომ რაც არ უნდა ჩაახშონ ინტერნეტსიგნალი, დრონების საშუალება არ მოგვცენ, რომ იფრინონ და საქართველომ დაინახოს რამდენი ვართ, ეს არ უშველით, რადგან დღეს აქ თქვენთან ერთად დგას სიმართლე, ღირსება, საქართველოს და ჩვენი შვილების მომავალი და მეორე მხარეს დგას ქურდობა, ჭაობი, უიმედობა, ამიტომ ღირსეულად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში,“ - აღნიშნა ბაქრაძემ.

მან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მათ ხმებს პატივს სცემს ოპოზიცია და ისინი არ ეძებენ მტრებს, არამედ მოდიან გასაერთიანებლად.

„ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არ არის ლიდერების ბრძოლა, არ არის სავარძლებისთვის ბრძოლა, ჩვენ ყველაფერზე უარი ვთქვით, გვერდზე გადავდეთ განსხვავებებიც, დაპირისპირებებიც, ეს არის ბრძოლა თითოეული თქვენგანისთვის, ვინც დღეს ტელევიზორთან უყურებთ ამ ყველაფერს, ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი შვილებისთვის, რომ მათ არ იცხოვრონ იმ ქვეყანაში, საიდანაც თურქეთში და პოლონეთში მოუწევთ პლანტაციაში და მაღაროში გაქცევა სამუშაოდ, რომ არ იცხოვრონ იმ ქვეყანაში, სადაც 30 წლის შემდეგ ისევ ისე აარჩევინებენ „ქართულ ოცნებას“, როგორც თქვენ აგარჩევინეს „ქართული ოცნება“. ეს ბრძოლაა დღეს, ამიტომ ყველა უნდა ჩაებათ, ყველა გამოხვიდეთ და ერთიანად გავიმარჯვოთ,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს