„ლელოს“ სამეგრელოს ოლქების წარმომადგენლებმა საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრეს

„ლელოს“ სამეგრელოს ოლქების წარმომადგენლებმა, თამარ ბელქანიამ, ალექსანდრე ახვლედიანმა და გია ბარამიამ ბრიფინგი გამართეს, სადაც არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ისაუბრეს და მოსახლეობას 8 ნოემბრის აქციაზე საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ლელოდან“ აცნობეს.

„ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე ახვლედიანის განმარტებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში შევა დღედ, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი მოატყუა და მათი ხმები მიიტაცა.

„გაყალბების კუთხით არც სამეგრელო ყოფილა გამონაკლისი. ოქმებში ბალანსის უზუსტობაზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია საოლქო საარჩევნო კომისიას. უმეტეს უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობა ადასტურებს უბანზე კარუსელის არსებობას. მაგალითად 89-ე უბანზე არჩევნებში მონაწილე საერთო ამომრჩეველთა რაოდენობას და ამ უბანზე დათვლილ ხმებს შორის სხვაობა არის 40. ხოლო 72-ე უბანზე სხვაობა 12. ეს და სხვა დარღვევები სახეზე გვაძლევს დანაშაულს, რომელიც აუცილებლად მოიტანს ცუდ ცვლილებებს. ამიტომ აუცილებელია, დღევანდელ აქციაზე გავაპროტესტოთ მათი სიყალბე. ყოველდღიურად ვგრძნობთ, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმაცია ჩვენ იგი უნდა შევცვალოთ”, - განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა.

როგორც ამავე ბრიფინგზე „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ბელქანიამ აღნიშნა, სამეგრელოში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

მანვე აღნიშნა, რომ არა მხოლოდ არჩევნების შემდეგ, არამედ მანამ და უშუალოდ არჩევნების დღეს ყალბდებოდა ხმები.

„არჩევნების დღეს პირადად ჩემი პრესმდივანი დააშინეს და ეს ევროკავშირის დამკვირვებლებმა თავიანთ რეპორტებში შეიტანეს. ჩხოროწყუში არჩევნებზე ამომრჩეველი მოიყვანა ძებნილმა, როდესაც მთელი საქართველო ეძებს ადამიანს, რომელმაც საქართველოს ბანკიდან გაიტანა თანხა, ის თავისუფლად მიდის არჩევნებზე. გარდა ამისა, სახელმწიფომ ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ეეჭვებოდათ, რომ მათ ხმას არ მისცემდნენ, მოისყიდეს და დააშინეს სამსახურების დაკარგვით. სამეგრელოს რაიონში კი სამსახურის გარეშე დარჩენა შიმშილის ტოლფასია. სწორედ ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ აქციაზე, რადგან დღეს არის ღირსების აღდგენის დღე”, - განაცხადა ბელქანიამ.

სამეგრელოს სხვადასხვა ოლქის მსგავსად, საკუთარ ოლქში არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიამაც. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ ჩაატარა სპეცოპერაცია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

„ჩემი კოლეგების ოლქების მსგავსი იდენტური მდგომარეობა იყო ჩემს ოლქშიც, სადაც ხელისუფლებამ ჩაატარა სპეცოპერაცია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ის, რაც მოხდა 31 ოქტომბერს, არ იყო არჩევნები. ეს იყო პირდაპირი უკანონობა, რომელიც 30 წლის განმავლობაში არავის არ ჩაუდენია. ჩვენ ეს უკანონობა უნდა დავასრულოთ დღეს 8 ნოემბრის მიტინგით”, - განმარტავს ბარამია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა