ანა დოლიძე - ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ გავაშიშვლოთ სისტემა, რომლის ახალ სახეს მურუსიძე-ჩინჩალაძესთან ერთად თამარ ჟვანია წარმოადგენს

გვსურს ყველას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს დავანახოთ, თუ რა მასშტაბით გაყალბდა არჩევნები, - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, მოსამართლე ფილიშვილისგან მას სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს, თუმცა ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

„გვსურს ყველას, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს დავანახოთ, თუ რა მასშტაბით გაყალბდა არჩევნები. ვალერიან ფილიშვილისგან არ ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა აქ მოსვლით ვამტკიცებთ, რომ სისტემას ეშინია გადათვალოს დიდუბე-ჩუღურეთის 1 უბნის მონაცემებიც კი, რათა არ გამოჩნდეს ის, რაც დავინახეთ საბურთალოზე და სამგორში. უამრავი ხმა, განსაკუთრებით ახალი ძალების, გადაყრილია ბათილ და განადგურებულ ბიულეტენებთან ერთად. ამიტომ, ამ პროცესს ბოლომდე მივყვებით, რათა გავაშიშვლოთ ის სისტემა, რომლის ახალ სახეს მურუსიძე-ჩინჩალაძესთან ერთად თამარ ჟვანია წარმოადგენს“ - განაცხადა დოლიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის მიერ გასაჩივრებული ოქმების განხილვა გრძელდება. დღეს, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი 16 საჩივარს განიხილავს.

ანა დოლიძის საჩივრების განხილვა საქალაქო სასამართლომ 7 ნოემბერს დაიწყო. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა, გასაჩივრებული 6 ოქმიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა.

ინფორმაციას დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს