ტაილანდში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ათასობით აქტივისტი ტაილანდის სამეფო სასახლესთან შეიკრიბა და მეფის და მთავრობის გადადგომას ითხოვდა.
Reuters-ის ინფორმაციით, შეკრებილ აქტივისტთა რაოდენობა 10 000-ს აღემატებოდა. მათ სასახლეში შეღწევა სცადეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა. სამართალდამცავებმა აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ტაილანდში საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირაა იმართება.
მოსახლეობა მონარქისა და ხელისუფლების გადადგომასა და ქვეყანაში რეფორმების გატარებას ითხოვს.