„ალდაგი" კორპორაციული პასუხისმგებლობის დაჯილდოების გამარჯვებულია

ნომინაციაში „ინოვაცია, მრეწველობა და ინფრასტრუქტურა", სადაზღვევო კომპანია „ალდაგი" კორპორაციული პასუხისმგებლობის დაჯილდოება 2020-ის გამარჯვებული გახდა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ალდაგიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ალდაგმა" ჯილდო COVID-19- პანდემიის პერიოდში ციფრული ტრანსფორმაციისთვის მიიღო, რაც პროცესების სრულ ავტომატიზაციასა და სერვისების გაციფრულებას გულისხმობს. კომპანიამ შექმნა ვებ აპლიკაცია, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და ბლოკჩეინ ტექნოლოგიას კლიენტის იდენტიფიცირებისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„AI და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, შევძელით პანდემიის დასაწყისშივე უზრუნველგვეყო მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი სამი პირობა - გამჭვირვალობა, მომსახურების სისწრაფე და მოქნილობა. გვიხარია, რომ ეს შევძელით უმოკლეს ვადებში, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. აღნიშნულ ტექნოლოგიებს აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა და კომპანია გეგმავს მისი გამოყენებით გააფართოვოს თავისი ტექნოლოგიური ეკოსისტემა სადაზღვევო ანაზღაურების და რისკების მართვის მოდელირებისთვის“, - ამბობს „ალდაგის" სტრატეგიული დეპარტამენტის დირექტორი, შოთა ჩაჩხუნაშვილი.

ცნობისთვის, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 - გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის პროექტია. დაჯილდოების მიზანია ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიან ბიზნესქმედებას და ბიზნესის გააქტიურებას მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად. დაჯილდოება 6 ნოემბერს, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ციფრულ ფორმატში ჩატარდა. გამარჯვებულები 8 კატეგორიაში გამოვლინდნენ: სიღარიბის აღმოფხვრა; ხარისხიანი განათლება; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა; გონივრული მოხმარება და წარმოება; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს