საფრანგეთში საპროტესტო აქცია გაიმართა

სკოლებისა და უნივერსიტეტების გახსნასთან დაკავშირებით საფრანგეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ათასობით აქტივისტმა საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სკოლები და უნივერსიტეტები უნდა გაიხსნას. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობა ჯანმრთელობისთვის საშიშია და დისტანციურად სწავლას ამჯობინებენ.

აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ ოთხი სტუდენტი დააკავა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაშავდა.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 1.7 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 40 000 ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა