ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებული აკაკი კობალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიება დარღვევებით არის ჩატარებული

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ორ პირიდან ერთ-ერთს აკაკი კობალაძეს ბრალი დაუმძიმდა. როგორც მისი ადვოკატი დიანა მარტიაშვილი აცხადებს, მას სასამართლო ახლა უკვე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასაც ედავება.

„ბრალი წაუყენეს უკვე ოთხი მუხლით, მანამდე ედავებოდნენ სამ მუხლს, დღეს ბრალის წარდგენისას დაუმატეს კიდევ 236-ე მუხლი, რაც ნიშნავს იმას, რომ თითქოს აკაკი კობალაძის ბინიდან ამოღებული იქნა საბრძოლო ვაზნები. გამოძიება ჩატარებულია პროცესუალური დარღვევებით. ადვოკატებს არ მოგვეცა საშუალება მიგვეღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში“, - განაცხადა დიანა მარტიაშვილმა.

ცნობისთვის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ორი პირი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე დააკავეს. მათ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?