„გრინ დაზღვევა საქართველო“ გაფართოებას იწყებს და სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიციურ კადრებს ეძებს

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალი მოთამაშე გაფართოებას იწყებს. „გრინ დაზღვევა საქართველო“ სხვადასხვა მიმართულებით საუკეთესო კადრებს ეძებს, რათა ევროპული სტანდარტის, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი შექმნას.

ახალი, კვალიფიციური კადრების მოძიებასთან დაკავშირებით „ფეისბუქში“ პოსტი თავად სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლაშა ნიკოლაძემ გაავრცელა.

ლაშა ნიკოლაძე „გრინ დაზღვევა საქართველოს“ გუნდს დაახლოებით ორი კვირის წინ შეუერთდა. მას სადაზღვევო სფეროში 25-წლიანი გამოცდილება აქვს - 1995 წელს დააფუძნა და 2012 წლამდე მის სადაზღვევო ნაწილს ხელმძღვანელობდა, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და წარმატებულ, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია "იმედი L Int"-ს; 2013-2014 წლებში იკავებდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობას, ხოლო 2013 და 2016-2019 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი სადაზღვევო საკითხებში.

ამჯერად, ლაშა ნიკოლაძე „გრინ დაზღვევა საქართველოს“ გუნდთან ერთად, სადაზღვევო ბაზარზე ახალი სტანდარტების, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სერვისის დანერგვასა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად კომპანიის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.

„არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენი კომპანიას განვითარების აქტიურ ფაზაშია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ბაზარზე გამორჩეული, სერვისზე და ინოვაციაზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანია. დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ საქართველოში სადაზღვევო სექტორის სრულიად ახალ, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ საფეხურზე გადაყვანას. ჩემი პირადი მიზანი და დაპირებაა, რომ „გრინ დაზღვევა საქართველო“ გახდება ადამიანებისთვის სტაბილური დასაყრდენი და ბიზნესისთვის მხარდამჭერი, საიმედო და კომფორტული პარტნიორი.

ამჟამად, „გრინ დაზღვევა საქართველო“ სხვადასხვა მიმართულებით საუკეთესო კადრების მოძიებას ახორციელებს. ჩვენთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადაზღვევო სფეროში გამოცდილების მქონე მენეჯერებისაგან შევქმნათ გუნდი, რომელიც კომპანიის წარმატების საწინდარია. გამომდინარე აქედან, ვისთვისაც ეს ძირითადი პრინციპები ასევე მთავარია, ნაცნობებს და უცნობებს, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა (თუ გამოცდილებაც ხომ მთლად კარგი) გაქვთ სადაზღვევო სფეროში მოღვაწეობისა, გთხოვთ, არ დაიზაროთ და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. ვეცადოთ, ერთად გამოვნახოთ საუკეთესო გადაწყვეტილება. გპირდებით, რომ ჩვენი კომპანია უპირობოდ, ყოველთვის და მაქსიმალურად მხარს დაუჭერს რაციონალურ აზრს და მოცემულობას“, - წერს ლაშა ნიკოლაძე „ფეისბუქ“ სტატუსში.

მისივე თქმით, კომუნიკაცია რომ უფრო უშუალო და ეფექტური გახდეს, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ვაკანსიებთან დაკავშირებით „გრინ დაზღვევა საქართველოს“ „ფეისბუქ“ გვერდს მისწერონ.

„აუცილებლად ყურადღებით გავეცნობი და პირადად გავაკონტროლებ. კონფიდენციალურობა გარანტირებულია“, - წერს ლაშა ნიკოლაძე.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ „გრინ დაზღვევა საქართველომ“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია მიიღო, შესაბამისად, კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს სრული სპექტრის, უნივერსალური დაზღვევები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა