ირმა ნადირაშვილი - პოლიციელებმა, რომლებმაც ახალგაზრდები სცემეს, პასუხი უნდა აგონ

პოლიციელებმა, რომლებმაც სცემეს ახალგაზრდები, ამისათვის პასუხი უნდა აგონ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც შეაფასა 9 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების დაკავება.

მან ასევე ისაუბრა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე, რომელიც რიგ ქალაქებში 22:00 საათის შემდეგ ქვეითთა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, „ასეთი ტიპის „კომენდანტის საათი" ვერ აღიქმება სერიოზულად".

„კომენდანტის საათის“ შემოღებას თავისი გაწერილი წესები აქვს. ამას სჭირდება პრეზიდენტის განკარგულება და პარლამენტის თანხმობა. ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ყველა ინსტიტუტი გააუქმა და არ სჭირდება არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი, გადაწყვიტა, რომ როცა მოუნდება გამოაცხადოს „კომენდანტის საათი" და როცა მოუნდება ეს გააუქმოს. რა თქმა უნდა, შეზღუდვების დაწესება ხდება „ქართული ოცნების" პოლიტიკური გეგმების შესაბამისად და ამიტომ, ასეთი ტიპის „კომენდანტის საათი" ვერ აღიქმება სერიოზულად. ეს არც არის კანონის დაცვით შერჩეული შეზღუდვითი ღონისძიება. ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და კობახიძეების ხუშტურზე გამოცხადებული შეზღუდვა და შესაბამისად, ის რაც არ არის კანონიერი, ვერ ჩაითვლება კანონის დარღვევად.

რაც შეეხება ჯარიმებსა და ახალგაზრდების მიმართ დამოკიდებულებას პილიციის მხრიდან, რომელიც ჩვენ დავინახეთ, ეს იყო იმ ინსტიტუტის ქმედება, რომელიც მოწოდებულია არა საკუთარი მოქალაქეების დაცვისა და ქვეყანაში წესრიგის დამყარებისკენ, არამედ ეს იყო ქმედება ინსტიტუტის, რომლის მიზანი და მოტივია დაიცვას ბიძინა ივანიშვილის სიმშვიდე. ჩვენ ვნახეთ, რომ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდენენ, რაც აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი. პოლიციელებმა, რომლებმაც სცემეს ახალგაზრდები, ამისათვის პასუხი უნდა აგონ“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა