საქართველოში რიგით მეორე თანასწორობის კვირეული ონლაინ ტარდება

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 10-16 ნოემბერს რიგით მეორე თანასწორობის კვირეულს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისიდან აცნობეს, თანასწორობის კვირეულის მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება, ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

მათი ინფორმაციით, თანასწორობის კვირეული აღინიშნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღის (16 ნოემბერი) ირგვლივ და ხორციელდება მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში.

„COVID-19-ით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, წელს თანასწორობის კვირეულის აქტივობები ონლაინ ჩატარდება. აღნიშნული კვირეული ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ინსტიტუცია გეგმავს ონლაინ აქტივობების ჩატარებას თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე.

თანასწორობის კვირეულის გახსნის შესახებ ვიდეო 11 ნოემბერს მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის Facebook გვერდზე გავა. ვიდეო მიმართვაში მონაწილეობას მიიღებენ: ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი; თეა ახვლედიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი; ნინო ცაციაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ნათია მერებაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე; ლელა აქიაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში; ეკატერინე დგებუაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; გელა გელაძე, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი და ბაია პატარაია, კოალიცია „თანასწორობისთვის“ ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საქართველოში რიგით მეორე თანასწორობის კვირეული  ონლაინ ტარდება

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 10-16 ნოემბერს რიგით მეორე თანასწორობის კვირეულს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისიდან აცნობეს, თანასწორობის კვირეულის მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება, ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

მათი ინფორმაციით, თანასწორობის კვირეული აღინიშნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღის (16 ნოემბერი) ირგვლივ და ხორციელდება მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში.

„COVID-19-ით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, წელს თანასწორობის კვირეულის აქტივობები ონლაინ ჩატარდება. აღნიშნული კვირეული ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ინსტიტუცია გეგმავს ონლაინ აქტივობების ჩატარებას თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე.

თანასწორობის კვირეულის გახსნის შესახებ ვიდეო 11 ნოემბერს მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის Facebook გვერდზე გავა. ვიდეო მიმართვაში მონაწილეობას მიიღებენ: ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი; თეა ახვლედიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი; ნინო ცაციაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ნათია მერებაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე; ლელა აქიაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში; ეკატერინე დგებუაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; გელა გელაძე, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი და ბაია პატარაია, კოალიცია „თანასწორობისთვის“ ,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო