პეკინის გამზირიდან ბალანჩივაძის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პეკინის გამზირიდან ბალანჩივაძის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 500 000 ლარია.

„თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამ დროისთვის, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N4-დან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ბალანჩივაძის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, გზის კაპიტალური სამუშაოები 7 500 კვ.მ ფართობზე ხორციელდება, სადაც საკომუნიკაციო ჭები შეიცვლება და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

საგზაო სამუშაოები, რომლის ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით ხორციელდება. აღნიშნულ მისამართზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარე კვირის ბოლოსთვის დასრულდება.

გარდა ამისა, 26 მაისის მოედანზე მოეწყო გზაგამყოფი კუნძულები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, განთავსდა ტრანსპორტის ახალი მოსაცდელები, ქვეითთა გადასასვლელები და საგზაო მონიშვნები",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა