„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 11 ნოემბერს, წიწამურის მიმდებარე ტერიტორიაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, აღნიშნული მაგისტრალური წყალსადენი ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. კომპანიის ცნობით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდა - კრწანისის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„ამ ეტაპზე ქსელზე დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, აღდგენითი სამუშაოების ძირითად ნაწილს კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ღამის საათებში შეასრულებენ. სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 11 ნოემბერს, საღამოს 23:00 საათიდან, 12 ნოემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში - ნუცუბიძის ქუჩას და მიკრორაიონებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს და გამზირის ნაწილს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, დელისის, ქავთარაძის, ბუდაპეშტის, ლვოვის და მიმდებარე ქუჩებს, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს, დოლიძის და მიმდებარე ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს და ბაგების კორპუსებს; მთაწმინდა - კრწანისის რაიონში თაბუკაშვილის, ბროსეს, ქუთათელაძის, ლაღიძის და მესხიშვილის ქუჩებს. ვერცხლის, ნიშნიანიძის, სიონის, შარდენის, ბამბის რიგის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 11 ნოემბერს, წიწამურის მიმდებარე ტერიტორიაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, აღნიშნული მაგისტრალური წყალსადენი ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. კომპანიის ცნობით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდა - კრწანისის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„ამ ეტაპზე ქსელზე დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, აღდგენითი სამუშაოების ძირითად ნაწილს კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ღამის საათებში შეასრულებენ. სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 11 ნოემბერს, საღამოს 23:00 საათიდან, 12 ნოემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში - ნუცუბიძის ქუჩას და მიკრორაიონებს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს და გამზირის ნაწილს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, დელისის, ქავთარაძის, ბუდაპეშტის, ლვოვის და მიმდებარე ქუჩებს, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს, დოლიძის და მიმდებარე ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს და ბაგების კორპუსებს; მთაწმინდა - კრწანისის რაიონში თაბუკაშვილის, ბროსეს, ქუთათელაძის, ლაღიძის და მესხიშვილის ქუჩებს. ვერცხლის, ნიშნიანიძის, სიონის, შარდენის, ბამბის რიგის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო