არაოფიციალური ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ თეა წულუკიანის შესაძლო გაპრემიერების საკითხი იხილება

31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგების მიმართ ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მმართველი გუნდი პარლამენტისა და მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება.

“ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა რამდენიმე შესაძლო საკადრო გადაწყვეტილების თაობაზე, რომელზეც სახელისუფლო პარტიაში ჯერ მხოლოდ კულუარულად საუბრობენ.

სააგენტოს ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე და სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი სავარაუდოდ, პარლამენტის წევრი არ გახდება და საპარლამენტო პოსტის დაკავების ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდება - წულუკიანი, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინონ.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა ასევე საუბარია მის პრემიერ-მინისტრად წარდგენაზე. წულუკიანთან მიმართებაში იხილება მისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის შეთავაზების საკითხიც. წულუკიანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა როგორც „ქართულ ოცნებაში“ კულუარულად აცხადებენ, „საკითხი - წულუკიანი დარჩება პარლამენტში თუ გადავა მთავრობაში, 50/50-ზეა“.

კიდევ ერთი მოსალოდნელი საკადრო გადაწყვეტილება სოზარ სუბარს უკავშირდება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, სავარაუდოდ, ყოფილ ომბუდსმენს სოზარ სუბარს ჩააბარებენ, ხოლო “ქართული ოცნების“ ახალი პოლიტიკური სახე ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც აქამდე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს ხელმძღვანელობდა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ იქნება წარდგენილი.

არ არის გამორიცხული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძე აირჩიონ, რომელიც 2013 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილეა, თუმცა როგორც “ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენის სურვილი და ამბიცია ანრი ოხანაშვილს გააჩნია.

იხილეთ ვიდეო: არაოფიციალური ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ თეა წულუკიანის შესაძლო გაპრემიერების საკითხი იხილება

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი