USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და RTI-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

დღეს სამმხრივი მიმართულების კვლევების ინსტიტუტსა (RTI) და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდიდან აცნობეს, ხელშეკრულების ფარგლებში USAID საბაზისო განათლების პროგრამა, რომელსაც RTI ახორციელებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების დასანერგად საგრანტო დაფინანსებას მიიღებს.

„ორგანიზაციების თანამშრომლობის ფარგლებში საქმიანობა სამი მიმართულებით წარიმართება: 1. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია: ცალკეული რეგიონების საუკეთესო მასწავლებლების წარმოჩენა, წახალისება და საზოგადოებისათვის გაცნობა. 2020 წლის ნოემბერში USAID საბაზისო განათლების პროგრამა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოაცხადებს კონკურსს საუკეთესო მასწავლებლების გამოსავლენად. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებულები 2021 წლის მაისში დასახელდება. 2. მშობლებისა და საზოგადოების ეფექტიანი ჩართულობის წახალისება: პროგრამის ფარგლებში დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები მოსწავლეთა მშობლებისა და საზოგადოების ჩართულობით, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებისა და შედეგებზე, ხელს შეუწყობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას. 3. პროექტის მესამე ინიციატივაში, სახელწოდებით „ახალი თაობა“ ჩაერთვებიან რვა რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტი და მათემატიკისა და წიგნიერების სპეციალისტები. მასწავლებელთა მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან ერთად შემუშავდება სკოლისშემდგომი აქტივობები არაფორმალური განათლების ფორმატში. აქტივობები მიმართული იქნება მოსწავლეებში 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარების განვითარებისკენ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად და ქვეყნის ადამიანური კაპიტალის გასავითარებლად. RTI ახორციელებს USAID საქართველოს მიერ დაფინანსებულ ოთხწლიან საბაზისო განათლების პროგრამას, რომლის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა წიგნიერებისა და მათემატიკის მიმართულებით. პროგრამა ხორციელდება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რვა უნივერსიტეტთან და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ინა გუდავაძის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. გპფ სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო, საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო