გიორგი კახიანი - ოპოზიციური პარტიები აღმოჩნდებიან ჩიხში და იმდენი არ გააკეთონ, რომ თავისი განცხადებების ტყვეობაში მოიქციონ თავი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევა და მეორე ტურშიც მიიღებს მონაწილეობას.

როგორც კახიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სხვა შემთხვევაში ოპოზიცია პოლიტიკურ ჩიხამდე მივა. კახიანმა ოპოზიციურ პარტიებს ურჩია, საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტირების თემაზე საკუთარი განცხადებების ტყვეობაში არ მოიქციონ თავი, ვინაიდან საბოლოოდ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

„საზოგადოება ხედავს იმას, რომ ოპოზიციის შიგნით არის განსხვავებული მოსაზრებები. ძალიან მარტივია იმის დანახვა, რომ ის, საითკენაც მიჰყავს პროცესი ოპოზიციას, არის პოლიტიკური ჩიხი და ძალიან მალე ამ ჩიხში აღმოჩნდებიან ისინი და მოუწევთ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და იმდენი არ გააკეთონ, რომ თავისი განცხადებების ტყვეობაში მოიქციონ თავი, როდესაც ყველასთვის ყველაფერი ცხადი გახდება და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო, დარწმუნებული ვარ, რომ პარტიები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ; ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის დიდი ნაწილი მაინც და როცა სიმართლე არის შენს მხარეს, ბუნებრივია, მათ სხვა გამოსავალი არ დარჩებათ. მგონია, რომ მეორე ტურის არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას და ასეთ პოზიციას სავარაუდოდ, ძალიან მალე დააფიქსირებენ. ერთადერთი საფუძველი, თუ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას, იქნება ის, რომ ხვდებიან, მეორე ტურშიც დამარცხდებიან და თავისი მარცხი ცდილობენ შენიღბონ ბოიკოტის პოზით, მაგრამ ყველანაირი საღი აზრი მიდის იქითკენ, რომ მათ საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ჩვენი დამსახურებაა ის, რომ მივეცით ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკურ პარტიებს შანსი იმის, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში იყვნენ წარმოდგენილი. 9 პარტია იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. ასეთი სურათი როდის იყო? ჩვენი მხრიდან ეს პარლამენტის პლურალიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია და პარტიებმა ეს უნდა გააცნობიერონ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებზეც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, არსად ჩანს, რომ მათ რაიმე კითხვა აქვთ.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელი განცხადება ხომ ნახეთ? რაიმეთი ჩანს, რომ საერთაშორისო პარტნიორების რიკოტიკაში ბოლო 10 დღის განმავლობაში რამე შეცვლილიყო? პირიქით - ვხედავთ უფრო მეტ მოწოდებას იქითკენ, რომ ოპოზიცია ამ დესტრუქციული ფორმატიდან კონსტრუქციულ რეჟიმში გადმოვიდეს, სადაც შეიძლება რაღაცაზე შეთანხმება მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ დისკუსიისთვის მზად ვართ, მაგრამ დანარჩენი მათი პასუხისმგებლობა იქნება“, - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა