ზაალ უდუმაშვილი - საპროტესტო აქციები ძირითადი სამოქმედო გეგმაა, სხვა საშუალება ხელისუფლებასთან სასაუბროდ ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია

საპროტესტო აქციები ძირითადი სამოქმედო გეგმაა, რომლითაც მივდივართ, ვინაიდან სხვა საშუალება ხელისუფლებასთან სასაუბროდ ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, ისინი მზაობას გამოთქვამენ ხელისუფლებასთან დიალოგზე იმ შემთხვევაში, თუ დიალოგის საგანი ხელახალი არჩევნები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება იქნება.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გრიგოლ ვაშაძის პოზიცია და პარტიის პოზიცია სრულ თანხვედრაშია. რაც შეეხება ჩვენ სამოქმედო გეგმას, ეს არის ის, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გრიგოლ ვაშაძემ გუშინ, რომ საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამავდროულად დიალოგი არის გამოსავალი.

საპროტესტო აქციები არის ის ძირითადი სამოქმედო გეგმა, რომლითაც მივდივართ, ვინაიდან სხვა საშუალება ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია ხელისუფლებასთან სასაუბროდ. თუ სხვა ფორმატი გამოჩნდება და ხელისუფლება წამოვა დიალოგზე, ოღონდ დიალოგზე წამოვა იმ მიმართულებით, რომელიც აუცილებელია, რომ კრიზისიდან გამოვიდეს ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს დიალოგი შედგება“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილი საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტამდე ხელისუფლება ცდილობს თავი ოპოზიციასთან დიალოგის მომხრედ წარმოაჩინოს.

„შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის წინ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც დიალოგის მომხრედ. თუმცა, ვერც ერთი ნაბიჯი ვერ დავინახე, რომ მზად არიან დიალოგისთვის“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ასევე, უდუმაშვილის თქმით, მაიკ პომპეოს ჩამოსვლის წინ რაიმე სახის დესტაბილიზაცია არ იგეგმება.

„არავის ეგონოს, რომ ჩვენ რაღაც დესტაბილიზაციას ვგეგმავთ ქვეყანაში მაიკ პომპეოს ჩამოსვლის წინ. შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ასე რომ დახვედრაც შესაბამისი იქნება“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა