„ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა

„ლელოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ხვალ, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო საკითხებზე უსაუბრეს.

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს გუშინ, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული დიალოგიც.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ ძირითადად საორგანიზაციო საკითხები ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით. ყველა ოპოზიციური პარტიას აქ თავისი როლი გააჩნია, ამ აქციას სჭირდება ლოჯისტიკა, დაორგანიზება და ეს საკითხები განვიხილეთ დეტალურად.

საუბარი იყო გუშინდელ შეხვედრაზეც. დიალოგი რომ დაიწყო ეს არის მნიშვნელოვანი, ახლა მთავარი არის, რა კომპრომისზეა ხელისუფლება წამსვლელი. გუშინ მხარეეებმა დააფიქსირეს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები და სხვა თემებზე მსჯელობა არ ყოფილა, გადაწყდა, რომ გაიმართება მეორე რაუნდიც. ველოდებით ხელისუფლებისგან წინადადებებს, რას უპასუხებს მოთხოვნებს, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“