გიგი უგულავა - ოპოზიციის ერთობას არაფერი ემუქრება

ოპოზიციის ერთობას არაფერი ემუქრება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მედიას განუცხადა, რითაც უპასუხა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციაში ცხარე კამათი აბსოლუტურად ჩვეულებრივია.

„ოპოზიციის ერთობას არაფერი ემუქრება, რაც არ უნდა ცხარე კამათი იყოს. ცხარე კამათი აბსოლუტურად ჩვეულებრივია. ჩვენ ამას არ ვმალავთ და ეს საჯაროდ ხდება. ხშირად ეს დამაბნეველია ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, მაგრამ ამასაც უნდა შევეჩვიოთ. არის განსხვავებები, აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის ხშირად მწვავედ გამოხატული, მაგრამ მენდეთ ეს ჯობია, ვიდრე ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს - შიგნით დაპირისპირებას თავ-პირის მტვრევით, შემდეგ უცბათ, მეგობრობას ეძახის ხოლმე“,- განაცხადა უგულავამ.

მან ასევე ისაუბრა ხელისუფლების განცხადებებთან დაკავშირებით, უგულავას თქმით, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის სხვადასხვა პოზიცია ნიშნავს იმას, რომ „ისინი წვალობენ“.

„სახეზე არის აზრთა სხვადასხვაობა ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი წვალობენ, ფიქრობენ, ჭირვეულობენ. ასე რომ, მათი ჭმუნვები მათვე დავუტოვოთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების პროტესტთან ერთად მიზანს, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი, თავისუფალი და გაუყალბებელი არჩევნები, მივაღწევთ“,- განაცხადა უგულავამ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს