მიხეილ სააკაშვილი - მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია - თუ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, მზად ვარ

მენატრება ჩემი სამშობლო გიჟივით, მაგრამ ჩემს პირად ემოციებზე მაღლა ვდგავარ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ მიმდინარეობისას განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ არ ერთვება საპროტესტო აქციებზე, სააკაშვილი პასუხობს, რომ მისი საკითხი არ უნდა იყოს მთავარი.

მისივე თქმით, შეუძლია ჩამოვიდეს და თავი შეწიროს, თუ ამას ხალხი გადაწყვეტს, თუმცა, მნიშვნელოვანია შედეგი.

„მე თვითონ არ ვერთვები მიტინგებზე მეგობრებო. მე არ მგონია, რომ ჩემი თემა უნდა იყოს მთავარი თემა ახლა. მენატრება ჩემი სამშობლო გიჟივით, მაგრამ ჩემს პირად ემოციებზე მაღლა ვდგავარ. თქვენ გაგძარცვეს ბოლომდე, დედა გიტირეს უბრალოდ და უნდა უპასუხოთ და უნდა უპასუხოთ ყველამ. ახლა თქვენი საკითხი დგას და არა სააკაშვილის და არა სხვა გვარის ადამიანის.

მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება? ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე - ზვიად გამსახურდია. რა გინდათ, კი ბატონო - ჩამოვალ შევწირავ თავს, „ოქეი“, მაგრამ ხელი თუ არ გავანძირეთ ყველამ, ჩვენ საერთო გამარჯვება გვინდა, რა თქმა უნდა, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, მათ შორის თავის შეწირვისთვის, მაგრამ თქვენ რა გინდათ? - გამარჯვება გინდათ თუ თავის შეწირვა ზვარაკად, კიდევ ერთი პრეზიდენტის, საქართველოდან რუსეთის მიერ გაგდებულის, ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ, მართლა, ეს ასეა,“- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, სიტყვები - „არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა“, არის სუს-ის და ივანიშვილის ლოზუნგი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე