მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან ვაგებთ ფეხბურთს, ყველასთან ყველაფერს ვაგებთ - ამ სამარცხვინო უბედურებას აუცილებლად გავაპანღურებთ

ჩვენ არა მხოლოდ სომხეთთან ვაგებთ ფეხბურთს, ყველასთან ყველაფერს ვაგებთ - ახლა ჩვენზე დამოკიდებული, გვინდა ამ სამარცხვინო უბედურებაში ყოფნა, თუ გვინდა აღვიდგინოთ ღირსება, დავიბრუნოთ თავმოყვარეობა და ჩვენი ხმები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველო დარჩა ბოლო ჩამორჩენილ დიქტატურად ევროპულ სივრცეში.

“მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ჩემმა მეგობარმა, პროდასავლური ოპოზიციის ლიდერმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლებში ისეთივე შედეგი დადგა, როგორიც საქართველოში - იყო დაახლოებით 59%, ოპოზიციის სასარგებლოდ. მოლდოვაში საარჩევნო შედეგები ეგზიტპოლის შედეგებს დაემთხვა. საქართველოში პირიქით დასვეს, რადგან არჩევნები მოიპარეს. როდესაც მე 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი, მოლდოვა ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო და საქართველო იყო ბევრად წინ. დღეს მოლდოვა უსწრებს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ერთიანი ეროვნული პროდუქტით 200 დოლარით. მოდლოვის ვალის მოცულობა არის მხოლოდ 26%, ხოლო საქართველოში 60% გახადეს. საქართველო დარჩა ბოლო ჩამორჩენილ დიქტატურად მთელს ამ სივრცეში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ს “საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ საკუთარ დასკვნაში აღიარა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაწესებულ სტანდარტებს არ პასუხობს და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახა, რა ხდება.

“საქართველო თავმოყვარე ქვეყანაა. არ შეიძლება ჩამორჩენილ მაჩანჩალებად დავრჩეთ! ამ სამარცხვინო უბედურებას ყველა ერთად მოვიშორებთ და აუცილებლად გავაპანღურებთ. საქართველო გააგრძელებს სწრაფ განვითარებას და ისევ ყველაზე მაგარი ქვეყანა იქნება რეგიონში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა