ჯანდაცვის მინისტრის განცხადებთ, ახალ პორტალი, მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მოიძიონ ოჯახის ექიმი და პირადი ნომრის მითითებით გაიგონ, რომელი პირველადი ჯანდაცვის ცენტრზე არიან მიმაგრებულები

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებთ, ახალ პორტალი, მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მოიძიონ ოჯახის ექიმი, ასევე პირადი ნომრის მითითებით მიიღონ ინფორმაცია რომელი პირველადი ჯანდაცვის ცენტრზე არიან მიმაგრებულები.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, ახალი პორტალის შექმნა, „მნიშვნელოვნად განტვირთავს 122-ში მიმართულ ზარებს“

„დავიწყებ სიახლით, რომელიც ეხება ახალ პორტალს, რომელიც ჩვენ თანამოქალაქეებს მისცემს საშუალებას მოძებნონ თავისი ოჯახის ექიმი, იმ შემთხვევაში თუ მათთვის არ არის ცნობილი რომელ პოლიკლინიკულ ერთეულზე ან ოჯახის ექიმზე არიან მიბმულები.

ამ პორტალის საშუალებით მოქალაქეებს პირადი ნომრის მითითებით მიეცემა ინფორმაცია, რომელ პირველადი ჯანდაცვის ცენტრზე არიან მიმაგრებულები, ასევე მიეცემა ინფორმაცია საკუთარი ოჯახის ექიმის სახელის და გვარის. აქვე მითითებული იქნება პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ტელეფონის ნომერი, შესაბამისად მათ შეეძლებათ გაიარონ კონსულტაცია უშუალოდ საკუთარ ოჯახის ექიმთან.

ეს ყველაფერი შევიმუშავეთ იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გამოსწორება და უზრუნველყოფა. ჩვენი გეგმაა მომსახურების გაფართოება. ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს 122-ში მიმართულ ზარებს“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს