შეთავაზება თიბისის და VISA-სგან „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია" გრძელდება

იმ კომპანიებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არა აქვთ საკუთარი ონლაინ მაღაზია, „თიბისი" და VISA განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობენ, რაც ბიზნესს განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლაში დაეხმარება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან" აცნობეს, „თიბისი" და VISA-ს მხარდაჭერით კომპანიებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი, სრულად გამართული ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც პროდუქციის გაყიდვასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებენ.

„შეთავაზება მოიცავს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც ბიზნესებს შეუძლიათ მოკლე დროში მარტივად შექმნან ონლაინ მაღაზია, უფასოდ მიიღონ ფოტოგრაფის მომსახურება, რომელიც დაასურათებს ვებგვერდზე განსათავსებელ პროდუქციას, ვებგვერდში ჩააშენონ „თიბისის" ონლაინ გადახდის სისტემა, სფეისის ციფრული განვადება და მიტანის სერვისი. პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების შექმნით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხის ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან. პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელდა, შეთავაზებით 100-მდე ქართულმა კომპანიამ უკვე ისარგებლა. 200 ბიზნესს ონლაინ მაღაზიის შექმნას "თიბისი" და VISA სრულად დაუფინანსებენ. აგრეთვე ბიზნესები 6 თვით თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან, აგრეთვე, ისინი "თიბისის" E-commerce-ით 2 თვით საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს