ახალგაზრდობის სააგენტო აჭარაში, კოლეჯ „ახალ ტალღას“ ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტო, მისი სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულების „ახალგაზრდული მუშაკის, როგორც პროფესიის ინსტიტუციონალიზაციის“ ფარგლებში, აჭარის მხარეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში კოლეჯ „ახალ ტალღას“ ეწვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ახალგაზრდობის სააგენტოდან ავრცელებს.

მათი ცნობით, აქ პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკები, პირველ,სახელმწიფოსგან აღიარებულ ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს გაივლიან.

„შეხვედრის მიზანია, პროფესიული სასწავლებლის მონაწილეობით, სამუშაო პრინციპების განსაზღვრა პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის მომზადება–განხორციელების ეტაპზე, ახალგაზრდების ჯგუფის და თემების განსაზღვრის პროცესის მონიტორინგი,რათა პროგრამა გამართულად და დროში შეუფერხებლად გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების აკრედიტირებული პროგრამა ახალგაზრდობის სააგენტომ მისი სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულების, „ახალგაზრდული საქმიანობის, როგორც პროფესიის ინსტიტუციონალიზაციის“ ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყო.

გადამზადების პროგრამის დაწყება, ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პროგრამით, პირველ ეტაპზე, ღია კონკურსის გზით შერჩეული 27 პრაქტიკოსი ახალგაზრდული მუშაკი გადამზადდება, საქართველოს 9 რეგიონიდან.

პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს მონაწილეები საქართველოს 9 რეგიონში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში გაივლიან. მონაწილეებს შორის მოცემული პროფესიული სასწავლებლებიდან თითო თანამშრომელიც არის წარმოდგენილი, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ საქმიანობას ადგილზე გააგრძელებენ. შესაბამისად, პროგრამის ამოქმედება ასევე ხელს შეუწყობს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებას და პოპულარიზებას.

ახალგაზრდული მუშაკი, ეს პროფესიაა!”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო