საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, COVID 19-ის პანდემიის გამო ყოველწლიური ასამბლეა წელს ვირტუალურად, ონლაინ რეჟიმში ტარდება.

„ბრიუსელში დღეს ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) გენერალური ასამბლეა და კონგრესი მიმდინარეობს. 30-ე საიუბილეო ფორუმში საჰაერო ტრანსპორტის უმაღლესი პირები და სფეროს ლიდერები მონაწილეობენ. კონგრესზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს.კონგრესის ძირითადი თემა პანდემიის პერიოდში აეროპორტებისთვისა და ავიაკომპანიებისთვის არსებული გამოწვევებია",-აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამარ არჩუაძის განმარტებით, ასამბლეაზე საუბარი შეეხება როგორ უნდა დაძლიონ არსებული პრობლემა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა და როგორ გადააწყვეს ბიზნეს სტრატეგია COVID 19-ის გამო აეროპორტებმა და ავიაკომპანიებმა.

„გენერალურ ასამბლეაზე ვისაუბრებთ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ასევე აეროპორტებისა და ავიაკომპანიებში დასაქმებული ორგანიზაციების საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობაზე. დღის წესრიგის მიხედვით დავამტკიცებთ 2021 წლის ფინანსურ ბიუჯეტს",-განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ცნობისთვის, გენერალურ ასამბლეაზე აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) კომიტეტის 7 მუდმივმოქმედ წევრსა და პრეზიდენტს აირჩევენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა