სოზარ სუბარი - როგორც არ უნდა შეფუთონ, სურათი მკაფიოა - ოპოზიცია მიტინგს უწყობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მაღალი თანამდებობის პირს

როგორც არ უნდა შეფუთონ, ოპოზიციის სურათი მკაფიოა, რისი შექმნაც სურთ. ისინი მიტინგს უწყობენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირს და ყველაზე მაღალი თანამდებობის პირს საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ეს არის მესიჯი, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, სამგორის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოზარ სუბარი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 18 ნოემბერს დაგემილ აქციას, რომელიც თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად გაიმართება.

როგორც სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, „როგორც არ უნდა გააშალაშინონ და ასწორონ მათი აქცია, ეს არ სწორდება“.

„ისევე, როგორც „სირცხვილის დერეფნებზე“ დაიწყეს საუბარი და მერე უკან დახევა და გაშალაშინება მოუწიათ. ასევე, მოუწიათ იმის თქმა, რომ მოქალაქეებს არ ვუწყობთ „სირცხვილის კორიოდორს“, უი, ბოდიში, ასე არ გვინდოდა გვეთქვა, რადგან „სირცხვილის კორიდორს“ ვუწყობთ იქ ვინმე თანამდებობის პირი თუ მოვა და ა.შ. რაღაც ასეთი სისულელეების ბოდვაზე გადავიდნენ, მაგრამ ვერ გააშალაშინეს. იგივეა ამ ვითარებასთან დაკავშირებით. მკაფიოდ ჩანს, ვინ არის პრორუსი. პრორუსი არის ის, ვინც აკეთებს რუსეთის საქმეს, ოკუპანტის მხარდამჭერია ის, ვინც აკეთებს ოკუპანტის საქმეს და ოკუპანტის საქმეს აკეთებს ის, ვინც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს აქციით, პროტესტით, მდუმარებით ხვდება და ეს ხელგაშლით, თუ ხელჩაჭიდებით მნიშვნელობა არ აქვს. სხვათა შორის, მსგავსების გავლებაც კარგი იქნება, როდესაც ასეთი ჯაჭვით ვაპროტესტებდით 2008 წლის შემდეგ რუსეთის ოკუპაციას. ახლა, საინტერესოა, ნეტავ რას აპროტესტებენ?!, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს, 11:00 საათზე, ოპოზიცია თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად აქციას მართავს. როგორც ოპოზიციის ლიდრები აცხადებენ, აღნიშნული აქცია მაიკ პომპეოს ვიზიტის წინააღმდეგ არ იმართება. მათი თქმით, უმაღლესი რანგის პოლიტიკოსისა და საერთაშორისო საზოგადოებას ამ აქციით სურთ გააგებინონ, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს