სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ახალგორის საავადმყოფოს ქირურგის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება დაბა ახალგორის საავადმყოფოს ქირურგის ონისე გათენაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. ასოციაციების გაერთიანება ხელისუფლებას მოუწოდებს, უკანონოდ ჩაკეტილი დაბა ახალგორის იზოლაციაში დარჩენილი მოსახლეობისთვის კვალიფიცირებული სამედიცინო თუ სოციალური დახმარების გაწევის მიზნით, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

"საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაბა ახალგორის საავადმყოფოს ქირურგის, ონისე გათენაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და კოლეგებს. ჩვენ, საექიმო პროფესიის წარმომადგენლებს, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია ონისე გათენაშვილის გარდაცვალება პანდემიით ავხსნათ და იგი ახალი კორონავირუსის კიდევ ერთ, მორიგ მსხვერპლად აღვიქვათ.

ექიმის სიკვდილის ფაქტი კიდევ ერთხელ აშიშვლებს უკანონო რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებს, მის მიერ არაერთხელ ხელყოფილი ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების საკითხში. ჩვენ, სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლები ვადასტურებთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა ჩვენი უპირველესი საზრუნავია, ხოლო ოკუპირებული ახალგორი ისევე, როგორც ცხინვალი - საქართველოა! ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, გარანტირებული უნდა იყოს საქართველოს „მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე“.

ჩვენ, საექიმო პროფესიის წარმომადგენლები ვთვლით, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიის ფაქტობრივ მაკონტროლებელს და ამასთანავე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უკანონოდ ჩაკეტილი დაბა ახალგორის იზოლაციაში დარჩენილი მოსახლეობისთვის კვალიფიცირებული სამედიცინო თუ სოციალური დახმარების გაწევის მიზნით, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას და მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა არ დაუშვას იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავება",-აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო