შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, დღეს დაკითხულ მოწმეს ჩვენება არ შეუცვლია და სასამართლოში ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, დღეს დაკითხულ მოწმეს ჩვენება არ შეუცვლია და მან გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია სასამართლოში კიდევ ერთხელ დაადასტურა. როგორც ჭიტაძე განმატავს, წვეულებაზე მყოფმა სალომე ჭკადუამ ძალადობის ეპიზოდში მონაწილე სამი პირის იდენტიფიცირება მოახდინა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე წვეულებაზე მყოფი ერთი მოწმე დაიკითხა, რომელმაც დეტალურად განმარტა წვეულებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტები, მიუთითა კონკრეტული ბრალდებულები, აღწერა მათი ქმედებები, ასევე მოხდა მასთან ვიდეოჩანაწერის დემონსტრირება, რა დროსაც მან დეტალურად მიუთითა იქ მყოფი პიროვნებები, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში ასევე ასახული იყო ის ძალადობის ფაქტი, რაზეც მოწმემ განმარტებები გააკეთა. ჭკადუამ დაასახელა თითოეული მათგანი, იქ მყოფი და ჩხუბში მონაწილე პირები. საუბარია წვეულების ეპიზოდზე, სადაც კონკრეტული პირების მიმართ ძალადობა განხორციელდა. სალომე ჭკადუას ჩვენება არ შეუცლია, გამოძიებაში მიცემული ჩვენება გაიმეორა. კონკრეტული პირები - ის სამი ბრალდებული დაასახელა, რომელთაც წვეულებაზე ძალადობის ეპიზოდში ედებათ ბრალი, ესენი არიან ე.წ. საბურთალოს ჯგუფიდან - საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი წაქაძე და საბა გოგშელიძე“, - აცხადებს ჭიტაძე.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 სრულწლოვანს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათგან სამი ბრალდებულის საქმეს გოროს რაიონულ სასამართლოში განიხილავენ, სადაც ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, დღეს დაკითხულ მოწმეს ჩვენება არ შეუცვლია და სასამართლოში ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, დღეს დაკითხულ მოწმეს ჩვენება არ შეუცვლია და მან გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია სასამართლოში კიდევ ერთხელ დაადასტურა. როგორც ჭიტაძე განმატავს, წვეულებაზე მყოფმა სალომე ჭკადუამ ძალადობის ეპიზოდში მონაწილე სამი პირის იდენტიფიცირება მოახდინა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე წვეულებაზე მყოფი ერთი მოწმე დაიკითხა, რომელმაც დეტალურად განმარტა წვეულებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტები, მიუთითა კონკრეტული ბრალდებულები, აღწერა მათი ქმედებები, ასევე მოხდა მასთან ვიდეოჩანაწერის დემონსტრირება, რა დროსაც მან დეტალურად მიუთითა იქ მყოფი პიროვნებები, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში ასევე ასახული იყო ის ძალადობის ფაქტი, რაზეც მოწმემ განმარტებები გააკეთა. ჭკადუამ დაასახელა თითოეული მათგანი, იქ მყოფი და ჩხუბში მონაწილე პირები. საუბარია წვეულების ეპიზოდზე, სადაც კონკრეტული პირების მიმართ ძალადობა განხორციელდა. სალომე ჭკადუას ჩვენება არ შეუცლია, გამოძიებაში მიცემული ჩვენება გაიმეორა. კონკრეტული პირები - ის სამი ბრალდებული დაასახელა, რომელთაც წვეულებაზე ძალადობის ეპიზოდში ედებათ ბრალი, ესენი არიან ე.წ. საბურთალოს ჯგუფიდან - საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი წაქაძე და საბა გოგშელიძე“, - აცხადებს ჭიტაძე.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 სრულწლოვანს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათგან სამი ბრალდებულის საქმეს გოროს რაიონულ სასამართლოში განიხილავენ, სადაც ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს