ალეკო ელისაშვილი - პარლამენტში შესვლის წინაპირობა იყო გონივრული კომპრომისები, რასაც „ქართული ოცნების" მხრიდან ვერ ვხედავთ - არათუ გონივრულს, საერთოდ ვერ ვხედავთ კომპრომისს

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის წინაპირობა იყო გონივრული კომპრომისები, რასაც ჯერჯერობით „ქართული ოცნების" მხრიდან ვერ ვხედავთ. არათუ გონივრულ კომპრომისებს, საერთოდ ვერ ვხედავთ კომპრომისს და მათ შორის მზაობას კომპრომისისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრისას ოპოზიცია მას არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიაწვდის.

„შეერთებული შტატების საელჩოდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ იყო შეხვედრა ჩანიშნული. განსახილველი საკითხია ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც არის ქვეყანა არჩევნების შემდეგ და ვეტყვით ჩვენს პოზიციასა და არგუმენტებს. ჩვენი არგუმენტები ელჩისთვის ცნობილია და ახლა სახელმწიფო მდივნის მოადგილესაც ვეტყვით"- განაცხადა ელისაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“