ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვოს

ნიდერლანდების პარლამენტი ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ევროკავშირის დონეზე მოითხოვოს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახისთვის სანქციების დაწესება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მიიღო.

„წარმომადგენელთა პალატა მოუწოდებს მთავრობას გამოვიდეს ევროკავშირში სანქციების შემოღების წინადადებით, რომლებიც ორიენტირებული იქნება აზერბაიჯანის პრეზიდენტის, მისი ნათესავებისა და ძირითადი ფიგურების წინააღმდეგ აზერბაიჯანის შეტევისა და იმ სირიელი ბოევიკების გამო, რომლებიც თურქეთმა თიან ყარაბაღში განათავსა“, - ნათქვამია დამტკიცებულ რეზოლუციაში.

ნიდერლანდელმა დეპუტატებმა, ასევე, დაამტკიცეს კიდევ ერთი რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ძალადობის უკანასკნელი აფეთქება მთიან ყარაბაღში ინიცირებული იყო აზერბაიჯანის მიერ თურქეთის მხარდაჭერით.

„პარლამენტი მოუწოდებს მთავრობას გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობაზე როგორც აზერბაიჯანში, ისე თურქეთში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს