გურჯაანის სოფლების - ჭანდარისა და ძირკოკის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარეობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იმ სოფლებში, სადაც წყალმომარაგება ათეული წლებია პრობლემას წარმოადგენს პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მორიგი ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჭანდარისა და ძირკოკის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე მიმდინარეობს. წინადადებების მიღება 1 დეკემბერს დასრულდება. დაგეგმილი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 27 თვეში უნდა დაასრულოს.

დაგეგმილი პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭაბურღილებს და რეზერვუარს. მოეწყობა საქლორატორო, მაგისტრალური მილდენი, წყალმომარაგების ქსელი, რეზერვუარი. პროექტის დასრულების შემდეგ 3 500-მდე ადგილობრივს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. სამუშაოებს 10,5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

"დღეის მდგომარეობით, ჭანდარსა და ძირკოკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს. ათეული წლების განმავლობაში მოსახლეობას წყალი კვირაში 2-3-ჯერ რამდენიმე საათით მიეწოდება, ზაფხულის პერიოდში კი შესაძლოა კვირაში ერთხელ მიიღონ. ადგილობრივების ძირითად ნაწილს წყალი ავზებიდან ინდივიდუალურად აქვს გაყვანილი, წყალი არ იქლორება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას