„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამომრჩეველს, ვინც თვლის, რომ „არჩევნები არსებითად გაყალბდა“, მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს და საპროტესტო აქციებზე მივიდეს.
როგორც უგულავამ „ლელოს“ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 21 ნოემბერს აქციების გამართვის დეტალებზე ოპოზიცია ხვალ მოილაპარაკებს.
„21 ნოემბერს არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი და პარტია არ მონაწილეობს ამ გაყალბებულ არჩევნებში მიუხედავად იმისა, რომ კანონით მეორე ტურში გასული ყველა კანდიდატი ბიულეტენში ამომრჩეველს დახვდება. მაგრამ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომ არ ვმონაწილეობთ მეორე ტურში. რაც შეეხება საპროტესტო აქციას 21-ში, სხვადასხვა ვარიანტს ვიხილავთ. ხვალ 12:00 საათზე ვიკრიბებით და საბოლოო განრიგი ეცოდინება საზოგადოებას“,- განაცხადა უგულავამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"