გიორგი ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრი 10 წლისაა

გ. ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. უდიდესი მნიშვნელობისა და დატვირთვის მქონე სამედიცინო დაწესებულება 2010 წელს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტისა და დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა.

ფაგოთერაპიის სამკურნალო ეფექტისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, სამედიცინო ცენტრმა ამ ხნის მანძილზე პაციენტების მხრიდან დიდი სიყვარული და ნდობა დაიმსახურა. ყოველწლიურად კლინიკა ათასობით ქართველ და მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსულ, რამდენიმე ასეულ უცხოელ პაციენტს მასპინძლობს. სამწუხაროდ, კოვიდ 19–ით გამოწვეული პანდემიის გამო კლინიკამ დაბადების დღის აღნიშვნა ვერ შეძლო, თუმცა მიიღო არაერთი მილოცვა უცხოელი პაციენტების, კოლეგებისა და მეგობრების მხრიდან.

მართალია, ფაგოთერაპიის ცენტრი 10 წლისაა, თუმცა საქართველოში ფაგების გამოყენების ისტორია 100 წელს ითვლის. კლინიკას დიდი გამოცდილება აქვს როგორც პრაქტიკული, ისე სამეცნიერო კუთხითაც. ბოლო ათწლეულის მანძილზე კვლევები ფაგოთერაპიის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი ძალით გააქტიურდა. ელიავას სახელობის ინსტიტუტი და ფაგოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი უცხოელ კოლეგებთან ერთად აქტიურად მუშაობს სხვადასხვა კლინიკურ კვლევაზე, გაიდლაინსა და მკურნალობის პროტოკოლების შექმნაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ინსტიტუტის დიდი დამსახურებაა ის ფაქტიც, რომ გვაქვს ფაგების უნიკალური კოლექცია, რომელიც ათასობით ფაგს აერთიანებს. კოლექცია საშუალებას გვაძლევს სერიულად ვაწარმოოთ ბაქტერიოფაგების სამკურნალო საშუალებები - რომლებიც ხელმოსაწვდომია სააფთიაქო ქსელებში, ასევე დავამზადოთ ინდივიდუალური ფაგური პრეპრატები, რომელთაც მკურნალობის პროცესში - ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ მაქსიმალური ეფექტის მიღწევა შეუძლიათ. სწორედ ეს არის პერსონალიზებული მკურნალობის მეთოდი, რომელსაც ამჟამად მსოფლიოში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან მოქმედებს ,,ერთი ფანჯრის პრინციპი”, რაც პაციენტს აძლევს საშუალებას ადგილზე მიიღოს ყველა ის მომსახურება, რაც აუცილებელია სრულფასოვანი მკურნალობისათვის: ეს არის ლაბორატორიულ - დიაგნოსტიკური სერვისი, მაღალტექნოლოგიური, ინსტრუმენტალური კვლევები, ეფექტური ფაგური პრეპარატები და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. როგორც ხედავთ, ჩვენი ძირითადი პრინციპი პაციენტის კმაყოფილებაზე ზრუნვაა, რასაც წარმატებით ვაღწევთ“ - აცხადებს გ.ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრის დირექტორი დავით სტურუა.

უკანასკნელ პერიოდში ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ გაზრდილი რეზისტენტობა მთელი მსოფლიოს გლობალურ პრობლემად იქცა, ამ პრობლემის მოგვარების ერთ–ერთ მნიშვნელოვან გზად მსოფლიო სწორედ ფაგებს მიიჩნევს.

ფაგები ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო ეფექტური საშუალებაა, რომელსაც არ ახასიათებს გვერდითი ეფექტი ან უკუჩვენება. ამასთან, მისი გამოყენება სხვადასხვა მედიკამენტთან, მათ შორის ანტიბიოტიკთან კომბინაციაშიც არის შესაძლებელი.

მსოფლიოში შექმნილი ეპიდ. ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს გ.ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრი ძირითადად ქართველ პაციენტებს ემსახურება. მსურველებს შეუძლიათ დარეკონ, წინასწარ დაჯავშნონ ვიზიტი ექიმთან და მიიღონ სასურველი მომსახურება.

“საერთაშორისო ფრენების შეზღუდვებიდან გამომდინარე, ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრში შეიქმნა ტელემედიცინის სივრცე, სადაც ტარდება ვიდეო - კონსულტაციები პაციენტებისთვის მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. თავად უცხოელი პაციენტები მარტივად გვიკავშირდებიან ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით. გასაუბრების შედეგად იგეგმება მკურნალობისთვის საჭირო კვლევები, როგორც საქართველოში, ასევე პაციენტის ქვეყანაში. . კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ჩვენი ექიმები ახდენენ სამედიცინო ისტორიის დამუშავებას და მკურნალობის გეგმის შერჩევას. სამედიცინო კონსულტაციისა და დიაგნოსტიკის შემდეგ, ხდება უცხოელი პაციენტებისთვის ფაგური პრეპარატების მიწოდება ადგილზე.

მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, რამდენიმე ქვეყანასთან საქართველოს საზღვარი ღიაა და დღესდღეობითაც კლინიკაში უცხოელი პაციენტები მაინც გვყავს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტელემედიცინის გამოყენება ქართველ პაციენტებთანაც წარმატებით ხორციელდება. თუმცა, ჩვენთან ეპიდემიოლოგიური ზომები მაქსიმალურად დაცულია და შესაბამისად, პაციენტები ადგილზე ჩატარებულ კონსულტაციას ანიჭებენ უპირატესობას,“ – განმარტავს დავით სტურუა.

მიუხედავად ფაგოთერაპიის ასწლიანი ისტორიისა, ის მაინც მომავლის მედიცინად შეიძლება იქნას მიჩნეული, ვინაიდან შედეგები, რომელიც მიიღწევა ამ მეთოდის გამოყენებით არის ძალიან ეფექტური და პირდაპირ აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.

ფაგების მეშვეობით ჩვენ კიდევ ბევრი საინტერესო და წარმატებული აღმოჩენის მომსწრენი გავხდებით.

მანამდე კი ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას!!!

ელიავას საერთაშორისო ფაგოთერაპიის ცენტრი

მის: გოთუას ქუჩა #3

ტელ: +0322 72 86 86 ; +995 598 302 202

ელ-ფოს­ტა: info@eptc.ge

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო