კახა საბანაძის განცხადებით, ბათუმში, „ნაცმოძრაობის” ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე გამოვლენილია კონკრეტული პირი და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, ბათუმში, პარტია „ნაციონალური მოძრაობის” ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოვლენილია კონკრეტული პიროვნება და შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება. როგიორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

„როგორც იცით, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება. დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, გამოვლენილია კონკრეტული პირი და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“,-განაცხადა საბანაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ბათუმში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შენობას ქვა ესროლეს და გარე ფასადის მინა დააზიანეს. შსს-ის ცნობით, პოლიციამ შენობის გარე ფასადის დაზიანების ფაქტზე 1972 წელს დაბადებული ბ.წ. ამხილა. უწყების ცნობით, მხილებული პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა