შალვა ნათელაშვილი - ელჩებს იმისთვის არ ვხვდებით, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ

ელჩებს იმისთვის არ ვხვდებით, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება“ და პროცესში ჩართულობით ელჩები კომპრომისის მონახვას ცდილობენ.

„გაიმართა ერთი-ერთზე შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან. კრიზისი ყოველთვის არის ახალი შესაძლებლობა. ეს კრიზისი იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ არასდროს საქართველოში არ მოხდეს არჩევნების გაყალბება. ჩვენი პოზიცია ცხადია, ქართული ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პარლამენტი არ უნდა შედგეს. ეს პოზიცია ჩემი აკვიატება ან პარტიული გადაწყვეტილება ხომ არაა, ესაა საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება, რომელიც სრულად გამოხატავს ქართველის ხალხის აზრს, ამიტომ რაიმე კორექტირებები ნიშნავს, რომ თავი გაირიყო შენი ქვეყნისგან. ელჩები დელიკატურად მოქმედებენ, რეკომენდაციები, დავალებები და საკუთარი აზრის გადმოშლა არ ახასიათებთ. ცდილობენ, მაქსიმალური კომპრომისის მონახვას, რათა შედეგი დადგეს და შედეგად უნდათ დემოკრატიული საქართველო. თუ „ქართული ოცნება“ დათმობაზე არ წავა, მას წაიყვანენ, ხალხი წაიყვანს“,-აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ. ამ წუთებში ნინო ბურჯანაძესთან მიმდინარეობს აუდიენცია.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს