ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის შესაძლებლობები რეგიონში გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები მხოლოდ თანამშრომლობისთვისაა განკუთვნილი

აზერბაიჯანის შესაძლებლობები, მათ შორის გავლენის შესაძლებლობები, რეგიონში გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები მხოლოდ თანამშრომლობისთვისაა განკუთვნილი, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის მიერ რეგიონში განხორციელებულმა ყველა პროექტმა, თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყო ხელი.

„ჩვენმა ყველა პროექტმა, ენერგეტიკულმა, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულმა პროექტებმა რეგიონში თანამშრომლობა გააღრმავა. არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს ისეთი, რომელსაც ჩვენი მეზობლებისთვის პრობლემების გამოწვევა შეეძლო. ამიტომ, მეზობელ ქვეყნებთან ჩვენ კარგი და ნორმალური ურთიერთობები გვაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ურთიერთობები ბევრისთვის შესაძლოა მაგალითიც იყოს,“- განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, ირანმა და საქართველომ სომხეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს იმის გამო, რომ არ სურდათ, სომხებს აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქეები დაეხოცათ.

„როგორი ურთიერთობები აქვს სომხებს მეზობლებთან? აზერბაიჯანთან - ოკუპაციის საკითხი, თურქეთთან - ტერიტორიული პრეტენზიები. რუსეთი, ასე ვთქვათ, უკმაყოფილოა. ვიცი, რატომაც ვერ შეძლეს ირანიდან იარაღის შემოტანა, იმიტომ, რომ ირანი ჩვენი მეგობრული და ძმური სახელმწიფოა და ჩვენი თხოვნით საჰაერო სივრცე ჩაკეტა. იმიტომ, რომ არ სურდა, სომხეთს აზერბაიჯანელები დაეხოცა. ისინი მსგავს პრეტენზიებს უყენებენ საქართველოსაც ახლა, იმიტომ, რომ ომის დროს საქართველომაც ჩაუკეტა და ხმელეთით იარაღის გადატანის საშუალება არ მისცა. მათ ასევე არ სურდათ, რომ ულმობელ მტერს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა დაეხოცა. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთი მათ არ დაეხმარა. ისინი ყველას აკრიტიკებენ. ისინი ყველას მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ,“- განაცხადა ალიევმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა