„მრავალეროვანი საქართველო“ - ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

„მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებით, საარჩევნო უბნებზე მათი დამკვირვებლების ინფორმაციის მიხედვით 07:00-დან 08:00-მდე უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართა. ამასთან, როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსთავში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის 1 ფაქტი დაფიქსირდა.

მათი ინფორმაციით, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ წარმომადგენელს, რომელიც ამომრჩეველს აღრიცხავდა, კენჭისყრის შენობა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ შენიშვნის განმეორებით მიცემის შემდეგ დაატოვებინეს.

„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართა, ასევე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი. თითქმის ყველა საარჩევნო უბანი, სადაც „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლები აკვირდებიან, მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნის გახსნის პროცესს, ძირითადად, საუბნო საარჩევნო კომისიის 10 წევრი ესწრებოდა. ასევე, ამ უბნებზე დაცულია კოვიდის უსაფრთხოების ზომები. ამ დროისათვის დაფიქსირდა საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის 1 ფაქტი რუსთავის #12.20.82 კენჭისყრის შენობაში, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებელი ნინო ჯიბლაძე უბანზე მისულ ამომრჩევლებს მის ხელთ არსებულ სიაში აღრიცხავდა და ციფრებს ტელეფონით გადასცემდა.

„მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა ეს ფაქტი შენიშნა და რეაგირებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართა. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მითითებით, დამკვირვებელი შენობის ერთ-ერთ ოთახში შევიდა, თუმცა უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვა კვლავ გააგრძელა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ შენიშვნის განმეორებით მიცემის შემდეგ, მას კენჭისყრის შენობა დაატოვებინეს. მოგვიანებით, ნინო ჯიბლაძე საარჩევნო უბანზე მიბრუნდა, რეგისტრაცია გაიარა და უბანი დატოვა.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს. მეორე ტურის არჩევნების დღის მონიტორინგს ახორციელებს ორგანიზაციის 200 დამკვირვებელი. მათ შორის, 175 საუბნო საარჩევნო კომისიის, 18 მობილური ჯგუფის, 7 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი. არჩევნების დღეზე დაკვირვება მოიცავს სულ 7 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს. ესენია: რუსთავი და გარდაბანი (#12), ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი და ახმეტა (#10) - კახეთი; მცხეთა (#11)- მცხეთა-მთიანეთი; ასევე კრწანისი (#1), ისანი (#4), სამგორი (#5) და გლდანი (#8) - თბილისი. არჩევნებს დღეს სადამკვირვებლო მისიას კოორდინირებას უწევს საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს როგორც ინციდენტების ცენტრი, ასევე მედია ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებენ და ამუშავებენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები. საკოორდინაციო ცენტრში თავმოყრილი ინფორმაცია პერიოდულად გასაჯაროვდება ქართულ და ინგლისურ ენებზე მედია ოფისის მიერ. შემდეგი ინფორმაცია გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ საკოორდინაციო ცენტრში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და საკოორდინაციო ცენტრს გაუზიაროს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

„მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს. მეორე ტურის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ხორციელდება ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.

განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებსა და მოსაზრებებს“, - აღნიშნულია „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა