ცესკო - „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში მოცემული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი რეაგირება ექნება

ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშს ცენტრალური საარჩევნო კომისია გაეცნო, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, დაიწერა თუ არა საჩივრები კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით.

ამის შესახებ იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 17:00 საათის მონაცემები გააცნო.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, დარღვევების დადასტურების შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი რეაგირება ექნება.

„გავეცანით ამ ანგარიშს, სადაც საუბარია იმაზე, რომ უბნების წინა ტერიტორიაზე იყვნენ მობილიზებული კოორდინატორები, ასევე იყო სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი ამომრჩევლის და ასევე იყო ყარაჯალის 22-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში არ შეუმოწმეს მარკირება ერთ-ერთ ამომრჩეველს. არ გვაქვს ჯერჯერობით ინფორმაცია დაიწერა თუ არა საჩივარი ამ უბანზე, მაგრამ გვექნება შესაბამისი რეაგირება ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დამკვირვებლებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, ხმის რამდენჯერმე მიცემის 1 და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის 2 ფაქტი დააფიქსირეს.

ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდება.

ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობაა, თუმცა ამ ფონზე საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება, რომლებიც ძირითადად სამარშრუტო ტაქსებში, ავტომობილებში სხედან, ან საარჩევნო უბნების წინ არიან შეკრებილნი და ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა