შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა დღეს 4 მოწმის დაკითხვას გეგმავს, თუმცა კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ადვოკატები პროცესის გადადებას ითხოვენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე პროკურატურა 4 მოწმის დაკითხვას გეგმავს, თუმცა ადვოკატები სასამართლოსთვის პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართვას აპირებენ.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, შაქარაშვილის საქმეზე სხვა ეპიზოდზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატს კორონავირუსი დაუდგინდა, რომელთანაც დღევანდელ პროცესში მონაწილე ადვოკატების ნაწილს შემხებლობა ჰქონდათ. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან და სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართავენ.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე სხდომის გადადებას არ დაეთანხმება, ვინაიდან პროცესზე დისტანციურად ჩართვაც შესაძლებელია. პროკურორის თქმითვე, მოწმეები სასამართლოდან დაიკითხებიან, ადვოკატები კი დისტანციურად უნდა ჩაერთონ.

ყაზარაშვილის განმარტებით, თუ ადვოკატები სხდომაში დისტანციურად მონაწილეობაზე უარს განაცხადებენ, ეს პროცესის გაჭიანურებისკენ იქნება მიმართული.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო