ახლად განწესებულმა მოსამართლეებმა ფიცი დადეს

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფიცი ოცდაოთხმა ახლად განწესებულმა მოსამართლემ დადო.

ია ბარამიძე, ქეთევან ბერეკაშვილი, ნინო გიორგაძე, ირმა გოგალაძე, ნინო გოგატიშვილი, ირინა გოგოლაძე, თეონა ეპიტაშვილი, გვანცა ვარდანიძე, გრიგოლ ვატიტაძე, ვერიკო ზათიაშვილი, თეა თაყაძე, ქეთევან თხელიძე, ლაშა კლდიაშვილი, კონსტანტინე კოპალიანი, არჩილ კოჭლამაზაშვილი, ნათია მარშანია, ბაია ოტიაშვილი, გიზო უბილავა, ნინო შერბაკოვი, კობა ჩაგუნავა, გვანცა ჩიქოვანი, ლელა ცაგარეიშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, მიხეილ ჯინჯოლია სხვადასხვა რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში განწესდნენ.

ახლად განწესებული მოსამართლეები უფლებამოსილების განხორციელებას 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან შეუდგებიან.

საზეიმო ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, წევრები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაესწრნენ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2020 წლის ივნისში გამოცხადებულ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში 36 მოსამართლე დაინიშნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს