EMC - თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო და ამ ეტაპზე დავა მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაშია შესული

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო და ამ ეტაპზე დავა მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაშია შესული, - ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2019 წლის 23 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლომ დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და მთავრობის პოზიციაში წარმოდგენილია აშკარა ფაქტობრივი უზუსტობები თემირლანის უკანონო კავშირებთან დაკავშირებით.

„EMC-მა განაცხადი ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 6 ივნისს გააგზავნა. 2019 წლის 23 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლო უკვე დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. პანდემიის გამო პროცესის გადავადების გამო, მთავრობის პოზიციები ჩვენ 2020 წლის 1 სექტემბერს გვეცნობა. 2021 წლის 21 ნოემბერს EMC-იმ მთავრობის პოზიციებსა და პასუხებს უპასუხა და მისი წერილობითი დასაბუთება ევროპულ სასამართლოში წარადგინა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ განაცხადში მოსარჩელეები, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა - ვახა მაჩალიკაშვილი, დედა - მედიკო (აიზა) მარგოშვილი, და - ნატა მაჩალიკაშვილი და ბებია ელენე მაჩალიკაშვილი დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:EMC - თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა