აკაკი ზოიძე - ზომების გამკაცრება გარდაუვალია - ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილობის მკვეთრი მატება გველოდება

სამწუხაროდ, პესიმისტური სცენარით მივდივართ, ზომების გამკაცრება გარდაუვალია - ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილობის მკვეთრი მატება გველოდება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ზოიძის შეფასებით, საავადმყოფებს რაც არ უნდა ბევრი საწოლი დაემატოს ან განიტვირთოს, სისტემა ვერანაირად გაუძლებს და პირველ ყოვლისა, პერსონალი არ იქნება საკმარისი.

„ინფექციის სწრაფი აღმავალი ტენდენციის შეჩერება შეიძლება სამი მიმართულებით ერთდროულად ზომების მიღებით: 1. უკვე არსებული რეგულაციების უმკაცრესი შესრულებით და ამის დემონსტრაციული გაკონტროლებით; 2. ტესტირების შემდგომი გაფართოებით და დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტების დროულ მოძიებაში დამატებითი რესურსების (მათ შორის დიგიტალურის) ჩართვით, რომ დროულად მოხდეს მათი თვითიზოლაცია ან კოვიდსასტუმროში გადასვლა; 3. ადამიანების მობილობის დაქვეითება გავრცელების კერებში - დიდ ქალაქებში, რამდენიმე კვირით მაინც.

ამ შემთხვევებში უნდა მივიღოთ ეპიდემიოლოგიურად ყველაზე დიდი მოსალოდნელი ეფექტის და იმავდროულად სოციალურ- ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტის მქონე ზომები. ახლა თუ მივიღებთ ამ ზომებს, ორ კვირაში წავა ინფიცირებულთა კლება და 20-24 დღეში კი, სიკვდილობის შემცირება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დასაწერად ადვილია, განსახორციელებლად ძალიან ძნელი, მაგრამ ჩემი აზრით სხვა გამოსავალი ახლა უკვე არ არის, რომ ინფიცირებულთა ექსპონენციალური ზრდის ტემპი შევანელოთ“, - აცხადებს აკაკი ზოიძე

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება