აზერბაიჯანის პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, ეუთო-ს ხელმძღვანელობას მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან საფრანგეთის გაწვევის თხოვნით მიმართოს

აზერბაიჯანის პარლამენტი ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეუთოს ხელმძღვანელობას საფრანგეთის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან გაწვევის თხოვნით მიმართოს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში მიიჩნევენ, რომ საფრანგეთის ბოლოდროინდელი განცხადებები და პოზიცია მის ნეიტრალურობას ეჭვქვეშ აყენებს.

„საფრანგეთის სენატის მიერ მარიონეტული რეჟიმის აღიარების მოთხოვნა არის მცდელობა, საფრანგეთის მთავრობა საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმებისა და პრინციპების დარღვევისკენ წააქეზოს. საფრანგეთის სენატის ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების. პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ აღებულ ვალდებულებებს. 2020 წლის 10 ნოემბერს აზერბაიჯანის, რუსეთის პრეზიდენტების და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადებით დასრულდა სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც 30 წელზე მეტხანს გაგრძელდა, აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია, რამაც გზა გაუხსნა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამომავლო განვითარებას.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისი ხაზს უსვამს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში აზერბაიჯანის ყოვლისმომცველი ძალისხმევის შედეგად შექმნილი ახალი რეალობა უნდა მიიღოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და სახელმწიფომ, საფრანგეთის რესპუბლიკის ჩათვლით, და ყველას შეახსენებს, რომ ამ რეალობებს მხარს უჭერენ რუსეთი და თურქეთი,” -აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, მილი მეჯლისი მთავრობას მოუწოდებს, აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს გადახედოს და ასევე ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების ღრმა ანალიზის მიზნით საჭირო ზომები მიიღოს.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას მოვუწოდებთ, ეუთოს ხელმძღვანელობას საფრანგეთის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან გაწვევის თხოვნით მიმართოს, რომლის ნეიტრალურობა ბოლო დღეების განცხადებებისა და პოზიციის გამო ეჭვქვეშ დადგა; გადახედოს აზერბაიჯანისა და საფრანგეთის რესპუბლიკებს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს; მიიღოს საჭირო ზომები აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების ღრმა ანალიზის მიზნით,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, გუშინ საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. ექსპერტები განმარტავენ, რომ რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული არ არის ის შეასრულოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო