მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანის ელჩთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ელჩთან შეხვედრაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება. მინისტრმა ასევე ისაუბრა კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობაზე. თავის მხრივ, აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია