ზაალ უდუმაშვილი აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე - 8 წელია ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევით ისმენს საყვედურებს, შეურაცხმყოფელ განცხადებებს და თავდახრილი გამოდის

„ტრადიციულად, ჩვენ მიჩვეული ვართ 8 წლის განმავლობაში, რომ ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევით ისმენს საყვედურებს, ხანდახან შეურაცხმყოფელ განცხადებებს და თავდახრილი გამოდის ამ მოლაპარაკებებიდან“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

უდუმაშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ქართული მხარე რუსული მხარისგან იგებს ინფორმაციას.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენ რუსული მხარისგან ვიღებთ ინფორმაციას, თუ რას შეეხებოდა ეს საუბარი და რაზე იყო მოლაპარაკებები. ტრადიციულად, ჩვენ მიჩვეული ვართ 8 წლის განმავლობაში, რომ ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევით ისმენს საყვედურებს, ხანდახან შეურაცხმყოფელ განცხადებებს და თავდახრილი გამოდის ამ მოლაპარაკებებიდან. ეს არის, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ არის, სადამდეც გასდის, იმდენს ბედავს რუსეთი“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრას ეხმიანება. როგორც სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს.

„მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს, რისი პირობებიც კარგად არის ცნობილი: საქართველოში ანტირუსული გამოვლინებების შეწყვეტა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, პანდემიით გამოწვეული სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ორივე ქვეყანაში ნორმალიზებული უნდა იყოს,“- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს