იტალიის კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
იტალიის კუნძულ სარდინიაზე ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოწვია, რასაც სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა. სამივე გარდაცვლილი წყალმოვარდნის პერიოდში ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც ისინი ძლიერმა ნაკადმა წაიღო.
Reuters-ის ინფორმაციით, კიდევ 2 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
სტიქიური უბედურების გამო სარდინიის ნუოროს პროვინციიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარი და წვიმა კუნძულზე პარასკევს საღამოს დაიწყო. სტიქიურმა უბედურებამ სატელეფონო ხაზები და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა.