„რეფორმერ ფიტნესის" მფლობელი - არც ჯარიმის გადახდას ვაპირებ და არც იმ პროცესებთან შეგუებას, რაც ახლა ხდება

ბათუმში, „რეფორმერ ფიტნესის" მფლობელი, გიორგი ფუტკარაძე აცხადებს, რომ არ აპირებს იმ ჯარიმის გადახდას, რომელიც შრომის ინსპექციამ ობიექტს აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააკისრა.

როგორც მან შსს-ში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, არსებულ პროცესებს არ შეეგუებიან.

„როდესაც შრომის ინსპექცია მეორედ მოვიდა და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჩვენ შევწყვიტეთ ეკონომიკური საქმიანობა და ობიექტი საცხოვრებლად ზურაბ ჯაფარიძეს მივაქირავეთ. ეს ადამიანი ჩამოვიდა და თავის საცხოვრებელ ფართში შევიდა, მაგრამ საშუალება არ მისცეს. ახლა გამოკითხვაზე ვართ მოსულები, ჩვენებას მივცემთ. არც ჯარიმის გადახდას ვაპირებ და არც იმ პროცესებთან შეგუებას, რაც ახლა ხდება. შენობაში შევდივართ, უბრალოდ ფიტნეს კლუბი არის დალუქული. პოლიციასთან ჭიდაობას არ ვაპირებ. გამოკითხვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ გავაგრძელებთ მოქმედებას“,- განაცხადა გიორგი ფუტკარაძემ.

გუშინ, ბათუმში, "რეფორმერი ფიტნესში" პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვენენ შეკრებილი. ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, თუმცა შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

ცნობისთვის, 29 ნოემბერს “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა. მისი განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "რეფორმერი ფიტნესი" საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.

როგორც "გირჩის" ლიდერმა სოციალურ ქსელში განმარტა, მას ფიტნეს დარბაზთან ზეპირი ხელშეკრულება დადო და ვისაც ვარჯიშის სურვილი ექნებოდა, შეეძლოთ სახლში სტუმრებოდნენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო