ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი რუხის საავადმყოფოში დამონტაჟდა, შემდეგი კი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საავადმყოფოებში ჟანგბადის პრობლემა გადაჭრილია.

როგორც ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი უკვე დამონტაჟდა რუხის საავადმყოფოში, შემდეგი კი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება.

„რუხის საავადმყოფოში დამონტაჟებულია ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი, რაც სრულად უზრუნველყოფს რუხის საავადმყოფოსთვის საჭირო სრულ მიცულობას, შემდეგი იგეგმება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას შემდეგ, რაც მონტაჟი განხორციელდება, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც დაიდგმება ჟანგბადის წარმომქმნელი კონცენტრატორი. ყველ დანარჩენ კონცენტრატორთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. ახალ ინფექციურ საავადმყოფოსაც ექნება ჟანგბადით უზრუნველყოფა და განვიხილავთ სხვა საჭირო შესაძლებლობებსაც”,- განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის სამკურნალოდ ქვეყანაში არსებულ რესურსს, ტიკარაძის თქმით, 564 თავისუფალი საწოლია, ფილტვის ხელოვნური ვენტილატორის რაოდენობა კი 430-ია.

„დღეის მდგომარეობით იმ საავადმყოფოებს, რომელიც გამოყოფილია კოვიდის მართვისთვის, 8241 საწოლის მოწოდების რესურსი აქვთ, საიდანაც მოწოდებულია 7103 საწოლი. აქედან პაციენტით დატვირთულია 6138, ტრიაჟში იმყოფება 260, ჟანგბადდამოკიდებულია 1199 პაციენტი, რეანიმაციაში იმყოფება 377, თავისუფალი საწოლი არის 564, ფილტვის ხელოვნური ვენტილატორი არის 430”,- განაცხადა ტიკარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?