საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მირცხულავა სეისმოლოგ თეა გოდოლაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ ბეტონის გრავიტაციული კაშხლების სეისმური ფაქტორით ნგრევის ფაქტი არასდროს დაფიქსირებულა.
დავით მირცხულავას სხვა საკითხებთან ერთად, თეა გოდოლაძის მიერ „ნამახვანი ჰესის“ შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც პასუხობს.
„ ქალბატონო თეა დიდი პატივისცემით, მიუხედავად თქვენი “ შეურაცხყოფების კასკადისა“ ამ საჯარო სივრცეში, ერთხელ და უკანასკნელად საჯაროდ გიპასუხებთ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, განვაცხადე, რომ ბეტონის გრავიტაციული კაშხლების სეისმური ფაქტორით ნგრევის ფაქტი არ დაუფიქსირებიათ არასოდეს. გთხოვთ , დაასახელეთ „საჯაროდ“ ყველას გასაგონად, სეისმური დატვირთისგან დანგრეული ბეტონის გრავიტაციული კაშხალი-წყაროს მითითებით. კიდევ ერთხელ: ბეტონის კაშხალი ამ დატვირთვის გამო ჯერჯერობით საბედნიეროდ არ დანგრეულა. არ დანგრეულა და ამას თავისი ახსნაც აქვს, კერძოდ ბეტონის კაშხლები იყო პირველი ზოგადად ნაგებობებს შორის, რომელთა პროექტირების დროს გათვალისწინებული იყო სეისმური დატვირთვა. ეს იყო ვესტერგარდის მიერ 30-იან წლებში შემუშავებული ეგრეთწოდებული ფსევდო-სტატიკური მეთოდი და ამ მეთოდს მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც იყენებდნენ წინა საუკუნის 70 - იან წლამდე, ჰარალდ ვესტერგრადმა ეს მარტივი მეთოდი პირველად ჰუვერის(აშშ) ცნობილი ბეტონის კაშხლისთვის გამოიყენა. 70-იან წლებში სწორედ პირველად კაშხლების პროექტირების დროს დაიწყეს გამოყენება რიცხვითი მეთოდების, რომელმაც უკვე 1986 წელს ასახვა პოვა ICOLD სახელმძღვანელო პუბლიკაციაში „კაშხლების მიწისძვრის ანალიზის პროცედურების შესახებ (ICOLD 1986)“, რომელიც დაიწერა Z. Zienkiewicz- ისა და R. W. Clough- ის მიერ -(ზიენკიევიჩი) (OLGIERD C. ZIENKIEWICZ18 May 1921–2 January 2009) და ძირითადად მათი შემუშავებულია და გამოგონებულია სასრული ელემენტების მეთოდი და ამ სახელს ყველა გამოყენებით მათემატიკის, ნაგებობების გაანგარიშების სპეციალისტები ძალიან კარგად იცნობს.
მოკლედ და კონკრეტულად, როგორც დიდი კაშხლების სეისმური მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი მარტინ ვიელანდი (MARTIN WIELAND Chairman, ICOLD Committee on Seismic Aspects of Dam Design) აღნიშნავს „დიდი კაშხლები სეისმური მდგრადობის თვალსაზრისით სისტემურად დაპროექტებული პირველი ნაგებობებია“. ახლა ერთ ამონარიდს მოგართმევთ ამერიკული ნაშრომიდან : „ States Committee on Large Dams“ Observed Performance of Dams During Earthquakes Volume I PERFORMANCE OF CONCRETE DAMS. „ბეტონის კაშხალი არ დანგრეულა მიწისძვრის შედეგად“„ No concrete dam is known to have failed as the result of an earthquake. „თუ დიდი კაშხლების საერთაშორისო ასოციაციის N 148 ბიულეტენს გაეცნობით(SELECTING SEISMIC PARAMETERS FOR LARGE DAMS Guidelines Bulletin 148 ) აქაც ნახავთ ინფორმაციას, რომ არც ერთი ბეტონის კაშხალი არ დანგრეულა მიწისძვრისგან, ეს ბიულეტენი გამოიყენება სეისმური პარამეტრების შესარჩევად და კაშხლების დაძაბულ დეფორმაციული მდგომარეობის ანგარიშებისთვის გამოიყენებენ სეისმურ დატვირთვებზე, როგორც იაპონიაში, სამხრეთ კორეაში ასევე აშშ,ბრაზილიაში,ჩინეთში, ეთიოპიაში თუ უგანდაში. სხვათაშორის, ამ ბიულეტენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო წელს ქართულადაც ითარგმნა და მის რედაქტირებაშიც თქვენი ერთ ერთი მასწავლებელი სეისმოლოგი პროფესორი ზურაბ ჯავახიშვილიც მონაწილეობდა და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო. კიდევ ორ მაგალითსაც მოგიყვანთ ბეტონის კაშხლების სეისმომედეგობის შესახებ ვენჩუნის მიწისძვრა (Wenchuan earthquake. Local magnitude: 8, Maximum recorded peak ground acceleration: 958cm/s2 (horizontal component) and 948cm/s2 (vertical component. Duration of strong ground shaking 90 sec to 120 sec; Maximum fault movement at surface: 4.7m (horizontal) and 4.8m (vertical). 2008 წლის 12 მაისი ჩინეთის პროვინცია სიჩუანში ბეტონის კაშხალი შაპაი (Shapai RCC) (აშენდა 2003წ), რომლის სიმაღლე 132მ, ფუძეში ამ კაშხლის სიგანე 26მ( ცნობისათვის The seismic design of the dam was based on a horizontal peak ground acceleration of 0.138g) კაშხალი მიწისძვრის ეპიცენტრიდან 30 კმ ზე განლაგებული. მიწისძვრის დროს წყალსაცავში წყლის დონე ნორმალურ შეტბორვის დონეზე იყო. ინსპექტირების შედეგად, რომელიც ICOLD-ის წევრებმა ჩაატარეს კაშხლის ნგრევის კი არა, დაზიანების კვალი ვერ აღმოაჩინეს და ამ დროს სხვა ტიპის ნაგებობები თითქმის განადგურებული იყო. მეორე მაგალითი: 2008 წლის "ივატე მიაგის" 7,2 მაგნიტუტის მიწისძვრა და ჩატარებული დეტალური ინსპექტირება იაპონიის 134 კაშხალზე და არსად ბეტონის კაშხალი არ დანგრეულა (“The Iwate-Miyagi Nairiku Earthquake of 2008 did not cause any damage to dams which were severe enough to possibly threaten their safety.This verifies the high level of seismic resistance of the dams.”) შემიძლია მოგაწოდოთ საერთაშორისო კომისიების მიერ (ICOLD) ჩატარებული უამრავი ინსპექტირების შედეგები სხვადასხვა ქვეყანაში და არსად მიწისძვრის შედეგად ბეტონის კაშხალი არ დანგრეულა. ახლა თქვენ პრეტენზიას თითქოს დაგპირდით, „ნამოხვანს“ მე თვითონ ავაშენებინებ კარგადო. მე გითხარით, „დაგპირდით“ ,(თქვენი სიტყვებით „გარანტია“ მოგეცით) რომ მივაღწევდით (მე არა ქალბატონო თეა დიდი კაშხლების კომიტეტი) კონკრეტული კაშხლის გადაანგარიშებას გაზრდილ სეისმურ პარამეტრებზე, სამ განზომილებიანი მოდელისათვის. რაც შეეხება თითქოს მე, თქვენ და იქ მყოფ ადამიანებს დაგპირდით, რომ „ნამოხვანს მე თვითონ ავაშენებინებ კარგადო“ ასეთ სისულელეს ნამდვილად არ ვიტყოდი იმ მარტივი მიზეზის გამო, რადგან თქვენგან განსხვავებით, გაცილებით კარგად ვიცი კაშხლის „კარგად აშენებას“, უამრავი ადამიანის დაუღალავი შრომა და როგორი ყველას მონდომება სჭირდება . არ გახსოვთ და გაგახსენებთ: ვთქვი,რომ ჰესის მშენებლობის ყველა ეტაპზე(კვლევა, პროექტირება,მშენებლობა) ძალიან კარგი იქნებოდა ნაგებობების უსაფრთხოების ,შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილების და მშენებლობის ხარისხის უზრუნველსაყოფად, შექმნილიყო დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტთა მუდმივმოქმედი პანელი,კომიტეტი, რომელიც დეტალურად შესაბამისი პერიოდულობით განიხილავდა ,ყველა პრობლემურ საკითხს, აღვნიშნე ,რომ ასეთი ექსპერტთა პრაქტიკას მიმართავენ უამრავ ქვეყანაში არის ეს ესპანეთი თუ იაპონია და შემეძლო ICOLD- თვის მიმემართა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ახლა „დაპირებაზე“ და „გარანტიაზე“, ნამდვილად შესრულდა კაშხლის დაძაბულ დეფორმირებული მდგომარეობის გადათვლა, როგორც სტატიკურ, ასევე დინამიკურ დატვირთებზე- ახალი მნიშვნელოვნად გაზრდილ სეისმურ პარამეტრებით (კიდევ ერთხელ „საჯაროდაც“ ვადასტურებ დინამიკური დატვირთვის ასეთ მაღალ პარამეტრზე საქართველოში არც ერთი სხვა ნაგებობა მისი დაძაბულ დეფორმირებული მდგომარეობა არ გათვლილა), როგორც ამას ICOLD-ს რეკომენდაცები ითვალისწინებს.
ქალბატონო თეა ვერ გამიგია, რატომაა ეს „ბულგარელი ვაი მეცნიერი“ ან ეს საერთოდ რა არის : „ბულგარელი ვინმე ინჟინრის სეისმური საშიშროების შეფასება არ გეიშვა კავკასიაში “ ?? ( იმედია იმიტომ არა, რომ ბულგარელია?! წინააღმდეგ შემთხვევაში შევწყვეტდი საერთოდ საუბარს), ხომ ნამდვილად არ წაგიკითხავთ ეს ნაშრომი, ან მისი რომელიმე სხვა ნაშრომს იცნობთ?ბუნებრივია არ იცნობთ! მაშინ რა წესია მისი ასე უდიერად მოხსენიება, შეურაცხყოფა,რა ჰქვია ამას? ქალბატონო თეა, თქვენ სეისმოლოგი ხართ და არა კონსტრუქტორი, არა მექანიკის, არა გამოყენებითი მათემატიკის, არა დრეკადობის თეორიის, არა სამშენებლო მექანიკის არა ნაგებობების საიმედოობის თუ ნაგებობების თუ ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების სპეციალისტი, ამიტომ ნამდვილად, არც უნდა გქონდეთ და ეს სრულიად ბუნებრივია (სხვა სპეციალობის ხართ) მისი რაიმე ნაშრომი წაკითხული. ამ მიმართულებით თქვენ სიტყვებს დავესესხები, ნამდვილად არა გაქვთ ფუნდამენტური ცოდნა. იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში ამ ნაშრომს გაეცნო პირველ პრეზენტაციაზე თავის ცხოვრების განმავლობაში გათვლილი აქვთ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ნაგებობა თუ ჰიდროტექნიკური ნაგებობა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, დაწყებული ენგურის თაღოვანი კაშხლით და დამთავრებული ზაჰესის თითქმის 100 წლის გრავიტაციული კაშხლით. აქვთ უამრავი ფიზიკური თუ მათემატიკური მოდელი შექმნილი სხვადასხა ნაგებობების მსოფლიოს ლაბოარატორიებში. თქვენი დიდი დახმარება ერთადერთი ან სხვა ნებისმიერი სეისმოლოგის სურვილის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო სეისმური დატვირთვის პარამეტრის რაოდენობრივი შეფასება ესაა და ეს. ამ შემთხვევაშიც გაფორმდებოდა ხელშეკრულება მომსახურეობაზე და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შემდეგ გადასცემდით ამ სამუშაოს დამკვეთს, თუმცა ეს თქვენც მშვენივრად იცით და ამის წარმატებული პრაქტიკაც გაქვთ მაგალითად „ნესკრა“ ჰესზე და სხვა მცირე ჰესისთვის შესრულებული სამუშაოს სახით. ამ შემთხვევაში ვერ გექნებოდათ ასეთი პრეტენზია „ ჩვენი კვლევიდან უნიჭოდ იქნება გადაწერილი წინა შემთხვევის არ იყოს“. „ შტუკეს „ და მისი თანამშრომლების ლანძღვა არა მგონია სწორი იყოს. (ზოგადად შეურაცხყოფის მიყენება არც ერთ ადამიანს არ უხდება, მითუმეტეს პროფესორს, პედაგოგს) 1926 წელს დაფუძნებულ მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე წარმატებულ შვეიცარიულ კომპანიაზე საუბრობთ, რომლის ასეულობით წარმატებული პროექტს შეხვდებით მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე, ისე ბევრგან ძალიან მაღალ სეისმურ ზონაშიც. შვეიცარიელისთვის , შვეიცარიელი ინჟინრისთვის, სეისმოლოგისთვის ძალიან ძნელად გასაგებია, რატომ არ უნდა გადასცეთ კონკრეტული სეისმური პარამეტრები (ანაზღაურებით) საიჟინრო კომპანიას , რომელიც აპროექტებს ობიექტებს თქვენს სამშობლოში? მრავალ ქვეყანაში საინჟინრო კომპანიები უფასოდ იღებენ სახელმწიფოსაგან ამ პარამეტრებს. და ბოლოს გარკვეულ არა „ფუნდამენტურ“ თქვენ შეცდომებზე: ვაიონტის კაშხალი არ არის ევროპაში ყველაზე მაღალი კაშხალი, ევროპის ყველაზე მაღალი კაშხალი გრანდ დიქსენია( Grande Dixence) შვეიცარიაში. ვაიონტის კაშხალი დღესაც დგას ის არ დანგრეულა ასეთი კატასტროფის შემდეგ, ამ უბედურების დროს.
მენდეთ, როგორც იტალიის ენერგეტიკული კომპანიის კვლევითი ცენტრის ყოფილ თანამშრომელს , რომელიც ჩვენი თანამემამულებიდან ნამდვილათ ყველაზე მეტჯერ ყოფილა ამ ნაგებობაზე. იტალიისათვის ამ საშინელი ისტორიის, მიზეზები, მეტი მასალით შემიძლია გაგაცნოთ. ასევე შემიძლია გაცილებით მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ზოგადად კაშხლების ნგრევაზე დაწყებული იტალიიდან დამთავრებული აშშ -თი.მოგიყვეთ საფრანგეთში მალპასეზე, ამერიკულ ტეტონზე და ასე შემდეგ. ისეთი ინფორმაციას ,რასაც „დაგუგვლით“ ვერ იპოვით. უამრავ „ფუნდამენტურ“ თქვენთვის ახალ უცნობ ფაქტორს დაგისახელებთ (წყაროების, კვლევების მითითებით) სხვადასხვა ტიპის კაშხლების ნგრევის მიზეზად. თუმცა უნდა გითხრათ, ასეთი მასშტაბური ავარიების გამოც არც ერთ ქვეყანას არ უთქვია უარი საკუთარი ჰიდროპოტენციალის ათვისებაზე. როდესაც ასახელებთ ჰიდროლოგიურ პრობლემას, კონკრეტული სერიოზული კვლევა დამისახელეთ სადაც ესეთი პრობლემა ვერიფიცირებული, რას გულისხმობთ კვლევის(წყაროს მითითებით), რომელმა ჰიდროლოგმა მოგახსენათ ამ პრობლემაზე?“, თქვენ ჰიდროლოგი არ ხართ და არც ჰიდრავლიკოსი, არც მოგეთხოვებათ ამ სფეროში ფუნადმენტურად ერკვეოდეთ, მაგრამ თუ ასეთი კვლევა არ გინახიათ და ისე საუბრობთ? ნამდვილად არ ვიცი ,რასთან არის ეს დაკავშირებული. ამ ობიექტის გეოლოგიურ პრობლემაში რას გულისხმობთ , ასევე გთხოვთ კონკრეტული კვლევის დასახელებას წყაროს მითითებით. მე მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ კონკრეტული მაგალითები ამ ტიპის და უფრო რთული კაშხლების მშენებლობის გაცილებით უფრო რთულ გეოლოგიურ პირობებში(წყაროების მითითებით. საუბრობთ ამ ჰესის წყალსაცავით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებაზე,იცნობთ რაიმე სერიოზულ კონკრეტულ კვლევას. დაასახელეთ, წყაროც მიუთითეთ, დარწმუნებული ვარ არავითარი სერიოზული შესწავლა არ გექნებათ ამ თემასთან დაკავშირებით ნანახი. თუ ვცდები დაასახელეთ. თქვენ გგონიათ იაპონიის გარდა, მიწისძვრის შემდეგ სხვა ქვეყნებში არ ჩატარებულა კაშხლების ინსპეტირება? იაპონია იმიტომ მოვიყვანე, რადგან ვერც წარმომიდგენია მასზე რთული ქვეყანა სეისმური და გეოლოგიური მონაცემებით, ამიტომაც ვცდილობდი ჩემი მეგობარი იაპონელი სეისმოლოგის,გეოფიზიკოსის ჩართვას ამ ზაფხულში თქვენთან ონლაინ კონფერენციაზე თუმცა ვერ მოხერხდა ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით.თქვენი სურვილის შემთხვევაში გაგაცნობთ, მოგიყვანთ( წყაროების მითითებით) სხვა ქვეყნებში მიწისძვრების შემდეგ ჩატარებული ინსპექტირების შედეგებს ბეტონის კაშხლებზე ისეთ მასალას, რასაც გუგლშიც ვერ იპოვით“,-წერს დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განაცხადა, რომ კაშხლის მიწისძვრით დანგრევის ფაქტი არსებობს, მან ასევე "ნამახვან ჰესთან“ დაკავშირებული კვლევის შესახებ გამოთქვა კრიტიკა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"